Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართა. პარალელურად მოეწყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

14:27 4.10.2025
14:13 4.10.2025

"ჩვენ ვართ ეს ხალხი ვინც ვაკეთებთ ამის [დემონსტაციის] ორგანიზაციას, ჩვენგან არის ეს მომავალი ნაბიჯები და ამას უნდა გავყვეთ ყველა და მიგვიყვანს გამარჯვებამდე", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.

13:39 4.10.2025
12:55 4.10.2025

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 602 445 (17,09%) ამომრჩეველი მივიდა.

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია. პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს. 64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.

არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG