ნარმანიას, - რომელიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, - მეტეხის ხიდზე დაესხნენ თავს.
ის, თანაპარტიელებთან და აქტივისტებთან ერთად, მეტეხის ხიდზე გეგმავდა განცხადების გაკეთება ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით. აქტივისტების ცნობით, მას რკინის ხელკეტით დაესხნენ თავს.
„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე“, - თქვა მან.
„თქვენი არავის არ ეშინია და ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან“, - განაცხადა მან.
რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრთან დაკავშირებას კითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით.
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და პარალელურად, თანამოაზრეებთან ერთად, გეგმავს საპროტესტო დემონსტრაციას და „მშვიდობიან დამხობას“, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებენ.
ფორუმი