Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისის ეკლესიამ პირველად აირჩია ქალი თავის მეთაურად


ანგლიკანური ეკლესიის პირველი ქალი მეთაური სარა მულალი
ანგლიკანური ეკლესიის პირველი ქალი მეთაური სარა მულალი

ანგლიკანურმა ეკლესიამ 3 ოქტომბერს თავის ისტორიაში პირველად კენტერბერის ეპისკოპოსად ქალი აირჩია.

ამჯერად, ინგლისის ეკლესიის მეთაური იქნება სარა მულალი. არჩევას უარყოფითად შეხვდა ეკლესიის კონსერვატიული ნაწილი. ბრიტანეთის მეფე კარლ III-მ მულალის კანდიდატურა დაამტკიცა ეპისკოპოსის თანამდებობაზე.

მულალი დღემდე ლონდონის ეპისკოპოსი იყო. მის არჩევას მიესალმა ბრიტანეთის პრემიერი, კირ სტარმერი.

63 წლის მულალი კენტერბერის ტაძარში სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ მზად არის ახალი მოვალეობის შესასრულებლად.

მულალი ადრე მედდა იყო. 1999 წელს ის დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მთავარი მედდა გახდა. მან 2024 წელს ეს თანამდებობა დატოვა და საეკლესიო საქმეს მიუძღვნა თავი.

მულალი დაქორწინებულია იმონ მულალიზე, წყვილს ჰყავს ქალიშვილი და ვაჟი.

კენტერბერის წინა ეპისკოპოსი, ჯასტინ უელბი იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა, რადგან ცნობილი გახდა, რომ ის წლების განმავალობაში ჩქმალავდა ეკლესიაში სექსუალური ძალადობის შემთხვევებს, რომელთა მსხვერპლი იყო ასამდე ბიჭი.

ინგლისის ეკლესიის უზენაესი მმართველი მონარქია. ეს წესი XVI საუკუნეში შემოიღეს, როცა ჰენრი VIII-მ კათოლიკურ ეკლესიას ზურგი შეაქცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG