ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში, სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად ორი მსხვერპლიდან ერთ-ერთი შესაძლოა პოლიციის იარაღით იყოს მოკლული. ეს მანჩესტერის პოლიციამ განაცხადა. მის თანახმაჟდ, პოლიციას არ აქვს დასტური, რომ დამნაშავეს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი ასევე სამი დაშავებულიდან ერთ-ერთი.
ცნობით, საბედნიეროდ, მისი ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
გამომძიებლებმა თავდამსხმელის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია გამოაქვეყნეს. ის არის 35 წლის სირიული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე, ჯიჰად ალ-შამიე.
ამჟამად დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ტერორისტული აქტების ჩადენაში, მომზადებასა და წაქეზებაში.
2 ოქტომბერს მანჩესტერში, ებრაული დღესასწაულის, იომკიპურისდღეს, სინაგოგასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად, დროს ორი ადამიანი დაიღუპადა ოთხი მძიმედ დაშავდა. თავდამსხმელი პოლიციამ თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მოკლა.
როგორც ამბობენ, მამაკაცი წინასწარ ცდილობდა სავსე სინაგოგაში შესვლას.
ორი მსხვერპლი ებრაული თემის წევრები იყვნენ.
ფორუმი