Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის სასამართლო - ლაივბლოგი (02/10/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს დაცვის მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას პოეტ ზვიად რატიანის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე.

13:58 2.10.2025

13.57 - არ უნდა დაგვავიწყდეს რა გარემოებები უსწრებდა წინ ზვიად რატიანის ქმედებას. კერძოდ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს მოქალაქეები რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, სამწუხაროდ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთხელ გახდნენ ძალადობის მსხვერპლები და როდესაც ვამბობთ ძალადობას უნდა აღვნიშნოთ რომ პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილი ძალადობა იყო უკიდურესად ბრუტალური და ცალკეულ შემთხვევებში აღწევდა წამების და არასათანდო მოპყრობის ხარისხსაც. ამ პირობებში ძალადობის მსხვერპლი გახდა ზვიად რატიანიც, მასზე ფიზიკურად იძალადეს პოლიციის თანამშრომლებმა და სრულიად უკანონოდ დააკავეს. შესაბამისად, ზვიად რატიანის საქმე ასევე უკავშირებდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და ამ უფლების რეალიზების პროცესში სახელმწიფოს, უფრო კონკრეტულად კი საპოლიციო სისტემის მძიმე ინტერვენციას. შესაბამისად, ზ. რატიანის საქმე არ უნდა იქნეს განხილული ამ კონტექსტის გარეშე.

14:03 2.10.2025

13.59 - ადვოკატი მიიჩნევს, რომ ზვიად რატიანი მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს პროპორცილი,

მხედველობაში მიიღებოდეს შეკრებაში მისი ჩართვის იმწუთიერი მოტივაციები,

ქმედების ბუნება და შედეგების სიმძიმე (რამდენად (და თუ კი - რა სახის) დაზიანება გამოიწვია სხვების მიმართ).

14:03 2.10.2025

14.01 - ქეთი ჩუთლაშვილი: ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში მიუთითა, რომ ხანგრძლივი საპატიმრო სასჯელების გამოყენება შეტაკების მომენტში პოლიციისთვის ქვის ან მცირე ზომის საგნების სროლის გამო არაპროპორციულია და არღვევს კონვენციის მე-11 მუხლს.

ამდენად, პოლიციელზე თავდასხმა იზოლირებულად, შეკრებისა და გამოხატვის უფლების კომპონენტისგან სრულად დაცლით არ შეიძლება განიხილებოდეს. ეს განსაკუთრებით ეხება იმგვარ შემთხვევებს, როცა სამართალდამცავებთან კონფრონტაცია და შეხლა-შემოხლა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალის გადამეტებაზე ან თვითნებურ დაკავებებზე რეაციაა.

14:03 2.10.2025

14.03 - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დგინდება, რომ ზვიად რატიანის ქმედება პოლიციელზე თავდასხმის ნიშნებს შეიცავს. სილის გაწვნა, როგორც სპონტანური და სიმბოლური ჟესტი, არ განეკუთვნება იმგვარ აგრესიულ და საფრთხის შემცველ ქმედებას, რომელიც იწვევს მოულოდნელ და მძაფრ დაუცველობის განცდას და რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი თავდასხმის კატეგორიაში ხვდება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG