Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შეიარაღებული ძალები: კიევის ოლქში აფეთქდა საბრძოლო მასალით დატვირთული მატარებელი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „სუსპილნეს“ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ კიევის ოლქში აფეთქდა საბრძოლო მასალით დატვირთული მატარებელი.

მანამდე კიევის ოლქში განაცხადეს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტზე გარკვეული „საგანგებო შემთხვევის“ გამო ევაკუირებული არიან მგზავრები, 30-მდე სამგზავრო მატარებელს მარშრუტი შეუცვალეს.

გენერალური შტაბის წარმომადგენელმა „სუსპილნეს“ უთხრა, რომ წუხელ ღამით კიევის ოლქში „საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა მატარებელში, რომელსაც სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა“.

„პირადი შემადგენლობა არ დაშავებულა. რკინიგზის ხაზებზე მოძრაობა შეჩერდა, სამი ვაგონი მოხსნილია,“ იტყობინება „სუსპილნე“ სამხედროებზე დაყრდნობით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG