Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო - ლაივბლოგი (13/09/2025)

ყოფილი თავდაცვის მინისტრის სასამართლო სხდომა იწყება. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის მოთხოვნას, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ყოფილ მინისტრს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

17:16 13.9.2025

17:13 - სხდომა პატარა დარბაზში იმართება. დასწრების მსურველი ათობით ადამიანი გარეთ დარჩა.

სხდომაზე შესვლა ჟურნალისტებიდან მხოლოდ რადიო თავიაუფლება ესწრება.

17:16 13.9.2025

17:15 - დარბაზში შემოიყვანეს ჯუანშერ ბურჭულაძე. მას დარბაზში მყოფები მიესალმნენ.

17:18 13.9.2025

დარბაზში შემოვიდა მოსამართლე ეკა ბარბაქაძე.

საქმის პროკურორია გიორგი ლილუაშვილი.

ადვოკატები არიან: დიმიტრი ხაჩიძე და მარიამ შათირიშვილი

17:25 13.9.2025

17:21 - მოსამართლე ყოფილ თავდაცვის მინისტრს აცნობს წაყენებული ბრალის შინაარსს.

ჯუანშერ ბურჭულაძე პასუხობს, რომ იცნობს ბრალის შინაარსს.

ის ასევე პასუხად ამბობს, რომ მისი უფლებები არ დარღვეულა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG