Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში მდებარე კანაბისის ლეგალურმა ფერმამ უნდა შეამციროს სუნი ან დაიხუროს


ყვავილოვანი კანაფის მცენარე სამედიცინო კანაფის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Aurora Deutschland GmbH-ის სათბურში
ყვავილოვანი კანაფის მცენარე სამედიცინო კანაფის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Aurora Deutschland GmbH-ის სათბურში

ნიდერლანდის რეგიონული გარემოსდაცვითი სააგენტოს ცნობით, ამ ქვეყანაში მდებარე კანაბისის უზარმაზარ ლეგალურ ფერმას ობიექტიდან გამომავალი სუნის შემცირება უბრძანეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტს დახურვა ემუქრება.

თუ ფერმა სუნს საკმარისად ვერ შეზღუდავს, CanAdelaar - ფერმის მმართველი კომპანია - შესაძლოა 3,5 მილიონ ევრომდე დაჯარიმდეს და დაიხუროს, - განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

ფერმა ნიდერლანდის სიდიდით მეორე ქალაქ როტერდამის დასავლეთით მდებარეობს. ის 2023 წელს გაიხსნა სამთავრობო სქემის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე კომპანიას კანაბისის მკაცრი პირობებით მოყვანის უფლებას აძლევს.

ადგილობრივი მოსახლეობა სუნმა მაშინვე შეაწუხა. 2025 წლის აგვისტოსთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით 2000 საჩივარი მიიღო 300-მდე სხვადასხვა მცხოვრებლისგან.

მოსამართლემ კომპანიას ერთი კვირა მისცა „ზომების მისაღებად ან ოპერაციების შესაჩერებლად“. ნიდერლანდის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კომპანიის დირექტორი დარწმუნებულია, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს. მათივე ცნობით, CanAdelaar ნიდერლანდში კანაბისის უმსხვილესი ლეგალური მწარმოებელია და შვიდი საფეხბურთო მოედნის ზომის სათბურის კომპლექსს მართავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG