გამოძიებაში რუხაძე ქართველ-ამერიკელ ბიზნესმენად, ივანიშვილი კი "ქართული ოცნების" დე ფაქტო ლიდერად და პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული.
რადიო თავისუფლებამ ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებში გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება რეალობას "იმედის" სესხების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ანგარიშგების პორტალზე "იმედის" უახლესი დოკუმენტია "დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა", რომელიც 2023 წლის ბოლოს არსებულ მდგომარეობას ასახავს და 2024 წელს არის მომზადებული. ამ დოკუმენტში "ქართუ ბანკი" საერთოდ არ არის ნახსენები, "იმედის" მიერ აღებულ სესხებზე კი რამდენიმე ჩანაწერს ვხდებით.
"2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიმდინარე ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოდგენილია ისეთი კომპანიებისგან აღებული სესხების მოკლევადიანი ნაწილით, რომლებიც არიან კომპანიის აქციონერები და მათი ჯგუფის წევრები და მათგან აღებული სესხები ჯამურად შეადგენს 274,286,298 ლარს, ხელმძღვანელობა არ მოელის რომ აღნიშნული კომპანიები მოითხოვენ სესხების დაფარვას ისე, რომ კომპანიას შეუქმნან ლიკვიდურობის პრობლემა;"
"2023 და 2022 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას აქვს დაკავშირებული მხარეებისგან Startnet Limited-სგან და Wenigen management Limited-სგაწ მიღებული სესხები 3,007,613 ლარის და 9,473,319 ლარის და 3,007,613 ლარის და 8,977,302 ლარის ოდენობით, შესაბამისად. ჩვენ ვერ შევძელით აღნიშწული სესხების ღირებულებების შემოწმება. ვინაიდან მიღებული სესხების წაშთები ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების განსასაზღვრად მწიშვნელოვანი მონაცემია, ჩვეწ ვერ შევძელით იმის დადგენა, საჭირო იქწებოდა თუ არა სრული შემოსავლების ანგარიშში ასახული წლის მოგების და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშში საოპერაციო საქმიანობიდაწ მიღებული წმინდა ფულადი ნაკადების კორექტირება."
"ქართუ ბანკი" იხსენიება შედარებით ძველ დოკუმენტში - ესაა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგება და აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "იმედს" მართლაც არაერთი სესხი აქვს აღებული ლარში "ქართუ ბანკიდან", დოლარში კი "ქართუ ჯგუფიდან".
Follow the Money-ის გამოძიებაში მოცემულია „იმედის“ უმსხვილესი აქციონერის, საინვესტიციო კომპანია Hunnewell Partners-ის პოზიციაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფინანსური ორგანიზაციებისგან აღებული სესხების შესახებ. როგორც მათ უთხრეს გამომძიებელ ჟურნალისტებს, სესხები „კომერციული, არამნიშვნელოვანი და არაპერსონალიზებული შეთანხმებები“ იყო, რომლებიც უკვე დაფარულია.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გამოცემა 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ასევე რუხაძეს და "იმედს" შეეხება, აქცენტი კეთდება სწორედ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებულ კომპანია Hunnewell Partners-სა და მის სხვა კომპანიებზე, რომლების დასანქცირებისგანაც ევროპული ქვეყნები ჯერჯერობით თავს იკავებენ.
"სამთავრობო პროპაგანდის ინსტრუმენტად ქცეული "იმედის" საშუალებით ირაკლი რუხაძე საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიას უთხრის ძირს, ბიზნეს ინტერესებს კი ნიდერლანდის გავლით ახორციელებს", - წერდა მაშინ გამოცემა. ისინი ეყრდნობოდნენ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, რუხაძეს ჰოლანდიასთან დაკავშირებულ, სულ ცოტა, ოთხ კომპანიაში აქვს მნიშვნელოვანი წილები.
ფორუმი