უკრაინის დასავლეთში მდებარე ქალაქ ლვოვში 30 აგვისტოს მოკლეს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ანდრიი პარუბიი. ამ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
სროლა მოხდა ადგილობრივი დროით შუადღისას, პარუბიი ჭრილობებისგან ადგილზევე დაიღუპა - იუწყება პოლიცია. მსროლელი პირი დაკავებული არ არის.
ზელენსკიმ მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ გამოძიებას ყველა საჭირო რესურსი მოხმარდება.
პარუბიი ცნობილი პოლიტიკური ფიგურა იყო, ის იყო მონაწილე უკრაინის 2013-2014 წლების "ღირსების რევოლუციისა". პარლამენტის სპიკერი პარუბიი 2016-დან 2019 წლებში იყო.
ფორუმი