Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (26/08/2025)

დღევანდელ სასამართლოზე დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან მათი გამოსვლების ტექსტური ნაწილი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ. სასამართლოში მიმდინარე პროცესები რეალურ დროში ამ ლაივბლოგში დაიწერება

15:37 26.8.2025

ადვოკატის თქმით, როცა ბრალდებაზე საუბრობენ, ეს ჰიპოთეტური არ უნდა იყოს. მისი განცხადებით, ბრალდების მხარემ თქვა, რომ ზოგი შეიძლება იყო ორგანიზებულ ჯგუფში, მაგრამ ზოგ შეუერთაო, ვინ შეუერთდა, რომელი ზოგი, დაგვიშალონ და დაგვიზუსტონ... ბრალის დადგენილებაში საუბარი არაა სპონტანურ შეკრებაზე. ბრალდების შესახებ დადგენილება რაცააა ამაზე მოიყვანეს არგუმენტები? ეს უნდ შეაფასოთ და არა ის ირაკლი ქერაშვილი სპონტანურად შევიდა თუ როგორ.

15:35 26.8.2025

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებას თითქოს ავიწყდება რომ ყველა სიტყვას რასაც იყენებს არგუმენტირებული უნდა იყოს.

„უნდა გააჩნდეს მტკიცებულება და ეს მტკიცებულება უნდა იყოს პირდაპირი, გადამოწმებადი და უნდა მიუთითებდეს ბრალად წარდგენილ ქმედებებზე, ელემენტებზე, ბრალეულობაზე და არა საჯაროდ ცნობილ ფაქტზე როგორიცაა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიოტრიაზე უამრავი საქართველოს გუწლრფელი მოქალაქის მიმართ არაადამიანურ, დამამცირებელ, ძალადობრივ მოქმედებებზე და პოლიციის რიგებიდან დაზიანების მქონე ადამიანებზე. ის რომ პოლიციელს დაუზიანდა შუბლი იქნება ეს, ფეხი თუ სხვა ადგილი და ამავე დროს ჩვენი ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე იგივე პოლიციელები"

„წიხლებით სახეში ურტყამდნენ მოქალაქეებს ეს საკითხი ცნობილია ყველასთვის, სამწუხაროდ მხოლოდ პროკურატურა ხუჭავს თვალებს ობიექტურ სურათზე. ის რომ ჩამოთვალა ათობით პოლიციის მუშაკი და იმედია ისინი ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობებს, აღნიშნული არანაირ კავშირში არაა ირაკლი ქერაშვილთან, ის უბრალოა ამ ბრალდებაში და მეტიც გულიც შესტკივა ყველა ადამიანის მიმართ ვინც დაზიანდა და წუხს როგორც პოლიციის მუშაკებზე, ასევე ჩვეულებრივ მოქალაქეებზე.".

15:30 26.8.2025

„პირველივე საკითხი რაც ნებისმიერ სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში წამოიჭრება არის შემდეგი, ვის ევალება ბრალდების მტკიცება? ვინ არის პასუხისმგებელი სასამართლოში წარმოადგინოს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებები? პასუხი მარტივია, თავისთავად ბრალდების მხარე", - იწყებს საუბარს ადვოკატი.

მისი თქმით, ბრალდების მხარემ 9 თვის განმავლობაში ვერც ერთი მტკიცებულება წარმოადგინა, რომელიც ბრალს დაადასტურებდა.

15:26 26.8.2025

დასკვნით სიტყვას ამბობს ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG