რაც შეეხება წერილობით მტკიცებულებებს, ადვოკატის თქმით, გამოკვლეულია და დაცვის მხარე ხაზს უსვამს მხოლოდ გარემოებებს, რომლებიც მითითებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
„სწორედ ამ გარემოებების დამტკიცება ევალებოდა ბრალდების მხარეს, რაც ვერ შეძლო", - ასკვნის ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ინსაფ ალიევმა გამოიყენა იარაღი, რომელსაც აქვს/ჰქონდა დაზიანების ან განადგურების უნარი.
მთავარმა გამომძიებელმაც დაადასტურა, რომ, არ ჩატარებულა ესპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, ბრალდებულს ხელში ეჭირა რაიმე საგანი, რომელსაც ჰქონდა დაზიანების ან განადგურების უნარი", - ამბობს ის.
ინსაფ ალიევის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა [პირის ამოცნობა] არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს. რატომ? - ადვოკატის თქმით,
ექსპერტმა სასამართლოზე მიცემული ჩვენების ფარგლებში დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერზე არ აღმოჩნდა მონტაჟის ნიშნები, თუმცა ეს გარემოება არ არის ასახული მის მიერ წარმოდგენილ წერილობით დასკვნაში. აღნიშნული ქმნის აშკარა უთანხმოებას ექსპერტის პოზიციასა და მის ოფიციალურ დასკვნას შორის.
ამას გარდა, დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებზე, კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ექსპერტის დასკვნა გადამოწმებადი და მისცემს თუ არა იგი სხვა მხარეს შეფასების საშუალებას, თავად ექსპერტმა აღნიშნა, რომ დასკვნაში არ წერია მის მიერ დადგენილი ამ უკანასკნელი გარემოება იერსახის მონტაჟთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ არის გადამოწმებადი.
აიჰან ჰასანლისთვის განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ თავად ექსპერტმა დაადგინა ერთი გარემოება (მონტაჟის ნიშნების არარსებობა), თუმცა არ მიიჩნია საჭიროდ, ეს არსებითი ფაქტი დაეფიქსირებინა წერილობით ფორმაში, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს როგორც მისი ობიექტურობასთან, ასევე დასკვნის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ექსპერტმა პირის იდენტიფიცირებისათვის გამოყენებული შედარებითი კადრები ამოიღო მხოლოდ კონკრეტული რაკურსიდან გადაღებული, ფრაგმენტულად წარმოდგენილი ვიდეომასალიდან, რომელიც არ წარმოადგენს უწყვეტ ჩანაწერს. როგორც თავადაც აღინიშნა, კადრები ამოღებულია მხოლოდ იმ სეგმენტებიდან, რომლებიც შესაძლებელი იყო იმ კონკრეტული რაკურსით. დაცვის მხარისთვის ცალსახად მიუღებელია პოზიცია, რომლის მიხედვითაც არაუწყვეტი, ტექნიკურად დამუშავებული და მხოლოდ ერთეული კუთხიდან აღებული ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დადგინდეს პირის იდენტიფიცირება. ასეთი მონაცემები არ იძლევა ობიექტურ, ყოვლისმომცველ და სარწმუნო ანალიზს", - ამბობს ადვოკატი.
ფორუმი