აიჰან ჰასანლის თქმით, ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდება ორგანიზატორებად მიუთითებს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს.
მისი შეფასებით, აღნიშნული პირების მხრიდან ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში წარმოდგენლი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რაზეც თავად მათი ადვოკატები დეტაურად ისაუბრებენ.
„შესაბამისად, როცა არ არის გამოკვეთილი ორგანიზატორი ან ხელძღვანელი, მონაწილედ მიჩნეული ინსაფ ალიევის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. რადგან ორგანიზატორისა ან ხელძღვანელის გარეშე, ვერც იარსებებს ორგანიზებული ჯგუფი, სადაც მონაწილეობა თეორიულად დაშვებულია. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი გამოკვეთილია, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფიზიკურად შეუძლებელია, მაშინ ბრალდების მხაემ უნდა დაედგინა მითითებების შემსრულებელი პირი და მითიტების შესრულების ფაქი ანუ, მონაწილე, რომელიც ასრულებდა ამ გამოკვეთილი ორგანიზატორების მითითებებს", - ამბობს ადვოკატი.
აიჰან ჰასანლის მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს პირველ რიგში უნდა დაედასტურებინა, რომ კონკრეტული პირები მართლაც იყვნენ ორგანიზატორები, ხოლო შემდეგ ის, რომ ინსაფ ალიევი ასრულებდა ამ ორგანიზატორების მითითებებისა და დავალებებს.
„განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმ ფაქტს, რომ მტკიცების ტვირთი სრულად ეკისრებოდა ბრალდების მხარეს. შესაბამისად, ბრალდების მხარემ, ერთი მხრივ, უნდა დაადასტურებინა, რომ ინსაფ ალიევი მოქმედებდა ორგანიზებულად და მითითებების საფუძველზე, ხოლო მეორე მხრივ, უნდა გაეაქარწყლაბინა გონივრული ეჭვი, რომ იგი არ მოქმედებდა ინდივიდუალურად, იზოლირებულად და სპონტანურად.
თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეს ვერსია ვერ დადასტურდა, რის შედეგადაც ბრალდების მხარემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესრულება", - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი მოწმეების ჩვენებების შეფასებაზე გადადის და ამბობს, რომ „მოწმეებს არ დაუნახავთ ინსაფ ალიევი რუსთაველის გამზირზე. მათ ასევე არ დაუნახავთ არც ინსაფ ალიევის მხრიდან პიროვნების დაზიანების ფაქტი და არც ქონების დაზიანების. „მოწმეებმა არ იციან, ვინმეს ან რამეს დააზიანეს ზოგადად ბრალდებულებმა თუ არა. ისინი არ იცნობდნენ ბრალდებულებს".
აიჰან ჰასანლის თქმით, არც ერთ მოწმეს არ მიუცია ჩვენება, რომლის თანახმად მან პირადად იხილა ინსაფ ალიევი ჯგუფური ძალადობის პროცესში.
არც ერთი მოწმე არ მიუთითებს, რომ ბატონი ინსაფ ალიევი იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე ან რომ მას პირადად დაინახა შემთხვევის ადგილზე.
საქმეში არ არსებობს მოწმის ჩვენება, რომელიც კონკრეტულად ადასტურებს, რომ ინსაფ ალიევი იმყოფებოდა ინციდენტის ეპიცენტრში და მონაწილეობდა მის განვითარებაში.
ადვოკატის თქმით, მოწმეების უმრავლესობამ ვერც კი გაიხსენა საკუთარი ხელმძღვანელის სახელი. არ იცოდნენ, ვის მიერ იყო გაცემული ბრძანება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ სავალდებულოდ. ყველამ აღნიშნა, რომ მათი მისვლამდე აქცია იყო მშვიდობიანი და მხოლოდ მათი გამოჩენის შემდეგ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველა ადასტურებს, რომ აქცია არ იყო ძალადობრივი იმ მომენტში, როდესაც ისინი ადგილზე მივიდნენ.
ის სვამს კითხვას: შესაბამისად, გაუგებარია, რას იცავდნენ და ვისგან ? მათი ყოფნის ადგილას მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდული იყო. მოქალაქეს რომ დაეტოვებინა ტერიტორია, ამას ვერ შეძლებდა. ფაქტობრივად, თავადვე დაადასტურეს, რომ იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდნენ, შეზღუდული იყო როგორც გადაადგილების, ისე გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ვერ დაასახელეს, რის საფუძველზე ხდებოდა ეს შეზღუდვა.
ფორუმი