Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (25/08/2025)

დასკვნითი სიტყვების ეტაპი - ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ისინი უკვე მზად არიან ამისთვის.

18:16 25.8.2025

ადვოკატი თუთბერიძე ამბობს:

„დაკავება რატომ იყო აუცილებელი - ყველამ იცის, დაკავება იმიტომ იყო აუცილებელი და ამგვარი დავალება იმიტომ გაიცა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, მაშინაც და ახლაც. სამწუხაროდ, თემიდას არა მხოლოდ თვალები აღმოაჩნდა ახვეული, არამედ გონებაც არ აღმოაჩნდა მაინც და მაინც გამჭრიახი და ამ ადამიანებზე ჯგუფური დაკავების განჩინებები გაიცა, მიუხედავად მათი ცალ-ცალკე ფურცლებზე ამობეჭდვისა".

18:14 25.8.2025

შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ექსპერტმა ვალერიან მესხმა, რომელმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა და გიორგი გორგაძე ამოიცნო ვიდეოზე, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული აქვს მეთოდოლოგიის წყაროდ ზინინის სახელმძღვანელო, სადაც ნათქვამია:

„ვიდეოჩანაწერი გამოიყენება დინამიკაში მოვლენების ასასახად. შედეგად, შეიძლება გვქონდეს პირის სახის ამოცნობისთვის გამოსადეგი ჩანაწერი მხოლოდ მაღალი კლასის ვიდეოაპარატურის გამოყენებისას. პორტატული ვიდეოკამერის გამოყენების დროს, სახის წყობის ელემენტები გამოსადეგია მხოლოდ ოპერატიული იდენტიფიკაციისთვის, თუმცა ის შეზღუდულად გამოსადეგია პორტრეტული ექსპერტიზისთვის“, მესხმა თქვა, რომ სახელმძღვანელო ცოტა ძველია და მეთოდოლოგიის ნაწილი მან „თავად დაამატა“.

„ამასთან, რატომთაც, არც ზინინისა და არც საკუთრი მეთოდოლოგიით არ გაამახვილა ყურადღება კადრებში წყვეტაზე, გადაბმაზე - მონტაჟის ნიშნებზე, რაც აშკარაა და რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა. ამასთან, არც ერთ შემთხვევაში, გამოყენებული არ არის სახის იდენტიფიკაციის ავტომატური პროგრამა, ერთადერთი მიზეზის გამო - შეუძლებელი იქნებოდა ამოცნობა ამ შემთხვევაში", - განმარტავს ადვოკატი.

18:11 25.8.2025

„ვიდეოები, რომელთაც ბრალდების მხარე ცდილობს „ვიდეო-მტიცებულებების“ იარლიყი მიაკრას, ამ საქმეში აღმოჩენილია ქართული ოცნების ტროლების სოციალური ქსელების ფეიკ-ექაუნთების საშუალებით. და გარდა იმისა, რომ უცნობია, როგორ აღმოჩნდა ეს ვიდეოები, შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან შალვა რამიშვილის ნატურალ ჰებიტატში, უცნობია, ასევე, როგორ იქნა გადაღებული, როდის იქნა გადაღებული, ან რა საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში იქნა გადაღებული? უფრო მეტიც, პატივცემულო მოსამართლევ, თავად შსს-მ დამალა ფაქტი და ვიდეოები გაავრცელა ცრუ ანგარიშების საშუალებით. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უწყებას უფლება აქვს განახორციელოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საქმიანობა/ქმედება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში, დიდი ხანია, აღარ ახსოვთ", - ამბობს შოთა თუთბერიძე.

მისი თქმით, წარმოდგენილი ვიდეოებით არ ირკვევა არათუ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, არამედ არ ირკვევა მათი გადაღების ადგილი და დროც კი. მ

„მიუხედავად იმისა, რომ ცრუპოლიციელთა ცრუპატაკებში ნახსენებია, თუ ვინ როდის იყო აქციაზე, მათ ამ დასმენის წერილებში ნებისმიერი თარიღის ჩაწერა შეეძლოთ და ეს არ შეცვლიდა აბსოლუტურად არაფერს ამ საქმეში. გიორგი გორგაძე და ირაკლი მიმინოშვილი 30 ნოემბერს იყვნენ აქციაზე თუ 29 ივნისს, ამის დადგენის არავითარი გზა და საშუალება პროკურატურას, თეორიულადაც კი, არ შემოუთავაზებია. რა უნდა ჩაიწეროს სასამართლო განაჩენში - ესეც საიდუმლო ინფორმაცია ხომ ვერ იქნება?", - კითხულობს ადვოკატი.

18:10 25.8.2025

ამ მომენტიდან ადვოკატი, თუთბერიძე ვიდეომტკიცებულებებზე ისაუბრებს. ის კიდევ ერთხელ უბრუნდება არაიდენტიფიცირებადი ანგარიშების მიერ შსს-ს კამერების მიერ გადაღებული კადრებიდან ამოჭრილი ნაწილების სოციალურ ქსელში გავრცელების ფაქტს. გამომძიებლებს არ გაურკვევიათ, როგორ და ვინ გაავრცელა კადრები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG