ადვოკატი არ ენდობა გამომძიებელ ლევან ბასილაძის მიერ სასამართლისთვის მიცემულ ჩვენებას და მიაჩნია, რომ მოსამართლემ არ უნდა განიხილოს იმიტომ, რომ მას ადვოკატის თქმით, ინტერესები აქვს.
„04/12/2024-ის დათვალიერების ოქმით, ლევან ბასილაძემ, რომელიც, როგორც პროცესზე გაირკვა, ქართული ოცნების რეგიონული თავმჯდომარის შვილი გახლდათ, დაათვალიერა ვიდეო, სადაც, მისი თქმით, გიორგი გორგაძე ისვრის „სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით“. თუმცა, ამ კადრში სპეცდანიშნულების რაზმი საერთოდ ჩანს. ბასილაძის ეს დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნამდე გაკეთებული, ცხადია, მისი სიახლოვით არის განპირობებული რეჟიმთან და მისი საფუძველი მამამისის კეთილდღეობა უფროა, ვიდრე სიმართლის დადგენის სურვილი", - თქვა ადვოკატმა. .
ადვოკატისთვის მორიგი საეჭვო და არასანდო გარემოება საქმეში არის ვიდეოები, რომელიც სოციალურ ქსელში არაიდენტიფიცირებადმა ანგარიშებმა ატვირთეს. ადვოკატი ამბობს, რომ „არც ერთ ეტაპზე, სასამართლო არ დაინტერესებულა და ბრალდებას არ განუმარტავს, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ვიდეოები სოციალურ ქსელში - განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეს ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ იყო მოპოვებული". .
შოთა თუთბერიძე რამდენიმე მოწმის ჩვენებას გამოყოფს და მათ სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყანებს, ისინი ამ საქმის გამომძიებლები არიან.
„არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში ცნობილი მატყუარა ცრუპოლიციელი, გიორგი ჯიქია, 04/12/2024-ის პატაკში და 04/12/2024-ის გამოკითხვისას, უთითებს სოციალურ ქსელებში ატვირთულ ვიდეომასალაზე, რომელიც, როგორც სასამართლოში განაცხადა, „პირადმა კონტაქტმა“ მიაწოდა", - ამბობს ადვოკატი და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი კანონდარღვევა ჩაიდინა სასამართლომ, როცა მოწმეს მისცა საშუალება პასუხისგან თავი აერიდებინა ისეთ სამართლებრივ საფუძველზე მითითებით, რომლის არსებობაც კი სასამართლოსთვის უცნობია.
„უფრო ზუსტად, შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ კანონი მართალია, კონფიდენტის ვინაობას იცავს, თუმცა ამგვარ პრივილეგიას არ ავრცელებს „პირად კონტაქტზე“, რაც ცრუმოწმე ჯიქიასა და ბატონი ვაჟას შემოქმედება იყო. ამასთან, თავიდან კანონზე, ხოლო შემდეგ არარსებულ საიდუმლო ნორმატიულ აქტზე მითითება სასამართლომ, რატომღაც, გაიზიარა და, კარგად მახსოვს, როცა სასამართლო აცხადებდა გადაწყვეტილებას, რომ კითხვა განრიდებულ იქნა, როგორ ჩუმად, ჩურჩულით გამოცხადდა მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი - არარსებული, ბრალდების მხარის მიერ იქვე მოგონილი გაურკვეველი მინისტრის ბრძანება.
ამგვარი ბრძანება არ არსებობს, არ შეიძლება არსებობდეს და იმის დაშვება, რომ შეიძლება მინისტრის საიდუმლო ბრძანებით სასამართლოზე დაკითხვისას კითხვის არიდების საფუძველი შეიქმნას, არა იმდენად არაკომპეტენტურობის დასტურია, რამდენადაც არაობიექტურობისა და მიკერძოებულობის. ამასთან, არც ერთ ეტაპზე, სასამართლო არ დაინტერესებულა და ბრალდებას არ განუმარტავს, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ვიდეოები სოციალურ ქსელში - განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეს ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ იყო მოპოვებული", - აცხადებს შოთა თუთბერიძე.
17:56 - დასკვნით სიტყვას ამბობს, გიორგი გორგაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე:
„როგორც ყველა ქართული ზღაპარი იწყება ფრაზით „იყო და არა იყო რა“, ასევე იწყება ყველა პოლიტიკური საქმე ფრაზით „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით"
ის კითხულობს ციტატას ბრალის დადგენილებიდან, რომელიც დღეს სხვა ადვოკატებმაც ხმამაღლა წაიკითხა, რადგან სწორედ ბრალდების შინაარსზე დგას მტკიცება და მტკიცებულებები, გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენი.
ბრალის ზოგადი შინაარსის წაკითხვის შემდეგ, ხმამაღლა კითხულობს რას ედავებიან ირაკლი მიმინოშვილსა და გიორგი გორგაძეს. ტექსტები მეორდება, იცვლება თარიღები და ბრალდებულების ვინაობები.
„აღსანიშნავია, რომ თარიღები ვარირებს და ბრალის დადგენილების ფორმულაციაში ცვლილებების შემდეგ, გორგაძისა და მიმინოშვილის აქციაზე ყოფნის თარიღად 29-30 ნოემბერი, ხოლო, გორგაძის შემთხვევაში, დამატებით, 2 დეკემბერი დასახელდა. სხვა ნაწილი დადგენილებაში არ შეცვლილა", - ამბობს ის.
ფორუმი