Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (25/08/2025)

დასკვნითი სიტყვების ეტაპი - ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ისინი უკვე მზად არიან ამისთვის.

17:55 25.8.2025

ის ამბობს, რომ ნერვიულობს, აი, რატომ -

„გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს, მაგრამ მენერვიულება, გულწრფელად რადგანაც რთულია დღეს მსგავს საქმეზე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გქონდეს მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებითაც თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოიტანა ბრალდებამ საქმე სასამართლოში და ის არსებითად განიხილება, მე-9 თვეა პატიმრობაში არიან დატოვებული პირები ამ სტანდარტის მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამაზე დაუსაბუთებელ საქმეს, ცოტას ნახავს სასამართლოში....

.... თუმცა, გულწრფელად მაინც მაქვს იმედი რომ სასამართლო მიიღებს სწორ და ერთადერთ შესაბამის გადწყვეტილებას როგორიცაა გამამართლებელი განაჩენი".

17:54 25.8.2025

„რა გმოდის რა „მტკიცებულებები“ წარმოადგინეს", - აგრძელებს ადვოკატი:

"1. ჯახუას პატაკი (ცალკე აღებული მტკიცებულებითი არანაირი მნიშვნელობის მქონე არაა, საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოს დათვალიერებას პატაკის მოგონება არ ჭირდება და არც არაფერს არ მატებს). ჯახუას გამოკითხვა/დაკითხვა (სულ რომ დამაჯერებლად მივიჩნიოთ ირიბ მოწმედაც ვერ გამოდგება, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არანაირი შესაძლებლობა წყაროს იდენტიფიკაციის და დაკითხვის არ არსებობს).

2. ლევან ბასილაძის დათვალიერების ოქმი/დაკითხვა (ამ ადამიანმა ვიდეო დაათვალიერა და გადმოწერა, მხოლოდ შეფასებებს გვაძლევს და რაიმეს შემსწრე არაა, ამ წარმატებით 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ვინც უყურა ამ ვიდეოს ინტერნეტში ყველა მოწმედ გამოდგებოდა).

3.ვიდეო ჩანაწერი (არანაირი ქმედითი ნაბიჯები ამ ვიდეოში არაა და არანაირი დანაშაულის ნიშნების მქონე არაა).

4.ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა (მხოლოდ ადასტურებს რომ სახე ვასილ კაძელაშვილისაა და მეტი არაფერი)".

17:53 25.8.2025

რევაზ აჭარაძის დასკვნითი სიტყვა აგებულია ისე, რომ აჩვენოს ბრალის აბსურდულობა, პროკურორების მტკიცების რეალობასთან შეუსაბამობა და აცდენები, მაგალითად, პროკურორები ამბობენ, 200 კაციო, ვიდეოში კიდევ ისმის, 200 კაცი რაში გვჭირდებაო. ბრალდება ამბობს, ნავთიო, ვიდეოში ისმის- არა არა ნავთი არ გვჭირდებაო.

ეს მონაკვეთები, რა თქმა უნდა, უკეთ ისმინება, ვიდრე იკითხება. ადვოკატს ყველა ყურადღებით უსმენს. კოლეგა აიჰან ჰასანლი თავის ხელზე დაყრდნობილი თვალს არ აჭორებს ადვოკატის დასაბუთებას. პროკურორებს შორის ინტერესი ვახტანგ ცალუღელაშვილს ეტყობა. რევაზ აჭარაძეს თვალს არც მოსამართლე აშორებს.

17:38 25.8.2025

უწყვეტი ფრაგმენტი ადვოკატ რევაზ აჭარაძის დასკვნითი სიტყვიდან:

დეტალურად უნდა შეესწავლათ მათთვის არასასურველ კონკრეტულ პირთა გადაადგილების მარშრუტები რომელთაც დახვდებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები:

რა გაირკვა 08 ტომიდან და საქმის არსებითი განხივლის ბოლოს, დახვდა ვინმეს ვასილისგან დანიშნული პირი ან პირები?

დეტალურად უნდა შეესწავლათ მათთვის არასასურველ კონკრეტულ პირთა გადაადგილების მარშრუტები რომელთაც დახვდებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები მოახდენდნენ მათ მიმართ მძიმე ფიზიკურ ანგარიშსწორებას:
რა გაირკვა 08 ტომიდან და საქმის არსებითი განხივლის ბოლოს, მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორება ზემოთ არსებულ არასასურველ კონკრეტულ პირთა მიმართ ჰქონდა ადგილი?

დეტალურად უნდა შეესწავლათ მათთვის არასასურველ კონკრეტულ პირთა გადაადგილების მარშრუტები რომელთაც დახვდებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები მოახდენდნენ მათ მიმართ მძიმე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. აგრეთვე, უნდა განეხორციელებიათ შესაბამისი მოქმედებები მათთვის არასასურველ პირთა ქონების განადგურების მიზნით.

რა გაირკვა 08 ტომიდან და საქმის არსებითი განხივლის ბოლოს, გაარკივეს ბოლოს და ბოლოს არასასურველი კონკრეტულ პირთა ქონებები? კალაძის მეუღლის მაღაზია იპოვა ამ ჯგუფმა? ერთი კერძო პირიც კი არაა დაზარალებულად ცნობილი ბატონო მოსამართლევ, არავინ.

დეტალურად უნდა შეესწავლათ მათთვის არასასურველ კონკრეტულ პირთა გადაადგილების მარშრუტები რომელთაც დახვდებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები მოახდენდნენ მათ მიმართ მძიმე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. აგრეთვე, უნდა განეხორციელებიათ შესაბამისი მოქმედებები მათთვის არასასურველ პირთა ქონების განადგურების მიზნით. კერძოდ, ადვილაალებადი ნივთიერებების ფარულად გამოყენებით და შემდგომ ცეცხლის წაკიდებით გაენადგურებინათ სხვისი ქონება:

რა გაირკვა 08 ტომიდან და საქმის არსებითი განხივლის ბოლოს, დაწყვეს მამა დავითთან მშენებლობა? წყნეთში მოხდა ხანძრები? კალაძის მეუღლის მაღაზია კვლავ დგას? შეიძინეს ბენზინი, კანისტრები, შპრიცები?

ამ ყველა კითხვაზე არსენ ხუნაშვილი განმარტავდა რომ არა, არ მოხდა, არა არაფერი დაუწვავთ, არა არავის არ დახვედრიან, არა კომუნიკაცია და ნაცნობობა არ დგინდება და სავარაუდოდ ტელეფონების ექსპერტიზები რომ მოვა მანდ ვიხილავთ წარმოუდგენელ მტკიცებულებებს, იმ ფონზე როდესაც არც გამიხსნიაო ტელეფონი და ბრმად გადააგზავნა ექსპერტთან. მხოლოდ ვარაუდები და ფანტაზიები კვლავ".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG