„როცა მეკითხებინა რა არის საქმეში, მიწევს ვთქვა, რომ არაფერი არ არის.... ერთი წინადადებაც კი რა ბრალში უწერია იმის დასადასტურებელი მტკიცებულებას კი არ მოუტანია", - ამბობს ადვოკატი. ის პერიოდულად სვამს კითხვებს და ამით ცდილობს აჩვენოს, რომ პროკურატურას საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღდეგ მტკიცებულებები არ აქვს.
პროკურატურის გეგმის თანახმად:
დეტალურად უნდა შეესწავლათ მათთვის არასასურველ კონკრეტულ პირთა გადაადგილების მარშრუტები:
ადვოკატი სვამს კითხვებს:
- რა გაირკვა 08 ტომიდან და საქმის არსებითი განხივლის ბოლოს?
- შეისწავლეს დეტალურად არასასურველ კონკრეტულ პირთა გადაადგილების მარშრუტები? რაიმე მიუთითებს აღნიშნულს? ვინ არიან ეს არასასურველი კონკრეტული პირები?
- დაუდგენელი პირების მარშრუტების აღწერა იყო?
- ვინმეს აედევნენ და არკვევდნენ დღის წესრიგის დროებს, როდის საუზმობს, როდის რომელ კაფეში დადის და სხვა? ფოტო, ფიდეოები გადაუღეს მამა დავითის, წყნეთის ტერიტორების?
- საგუშაგოები გახსნეს?
- გუგლში თბილისის რუკა იქნა დათვალეირებული ვასილის მიერ და მანძილები გადაზომილი?
- რა გააკეთეს?
ადვოკატი ისევ ბრალდების შინაარს უბრუნდება, სადაც წერია, რომ ვეფხია კასრაძესთან ერთად ვასილ კაძელაშვილი აორგანიზებდა ძაადობას, ამუშავებდა გეგმა, ანაწილებდა როლებს, განსაზღვრავდნენ ძალადობის ადგილზე. ამ თითოეულ კომპონენტს ადვოკატი აკრიტიკებს და პასუხობს:
„ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის სამოქმედო გეგმას. რას ნიშნავს ეს ფრაზა ბატონო მოსამართლევ, რა გეგმა იქნა დამუშავებული, რაზე იქნა შეთანხმება მიღწეული, რა გადაწყდა 200 კაცის მოყვანა თუ მშენებლობები, სადაც ხალხი არაა იმის დაწვა, კაფე-რესტორნები იქნა შეთანხმებული თუ რაში გამოიხატა ჯგუფური ძალადობის სამოქმედო გეგმა.
განსაზღვრავდნენ ძალადობრივი ქმედების ჩადენის სავარაუდო ადგილებს - რა ადგილებზე იქნა შეთანხმება მიღწეული და რომელ ადგილზე რაც კადრებში ისმის მოხდა რაიმე დანაშაული? ნებისმიერი დანაშაული?
დროს და ხერხებ, და რა გაირკვა როდის იგეგმებოდა ეს ჯგუფური ძალადობა, თუკი მიმდინარე ჯგუფურ ძალადობასთან თურმე არანაირი კავშირი არ აქვს ბრალის მიხედვით.
ჯგუფის წევრებისთვის ანაწილებდნენ კონრეტულ როლებს - ვინები არიან ჯგუფის წევრები? რა როლები განაწილდა? ვის მისცა როლი ვასილ კაძელაშვილმა ან ვის დაავალა რაიმე ქმედების განხორციელება? რითი ან საიდან ამტკიცებს პროკურატურა აღნიშნულს? პატაკით? ვიდეოთი? ანძებით? იდუმალი ინფორმატორით? რომელიც ვერც დაიკითხება და არც არსებობს სავარაუდოდ და რის საფუძველზეც ირიბ მოწმეზე მეტი არაფერი (ესეც კი თუ გამოვა) არაა პატაკების ავტორების ჩვენებები, ხელწერილები, რადგანაც წყაროს არ ასახელებენ და ამის გადამოწმება შეუძლებელია[ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი: ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია.".
„აბუსრდია ბატონო მოსამართლევ", - ამბობს რევას აჭარაძე. მისი თქმით, პროკურატურა მარჩიელობაზეა გადასული და „იქნებ ისე იყო და იქნებ ასე იყო მიმართულებით გვაწვალებს და ყველას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, როდესაც ველოდებით პროკურატურისგან მაღალ სტანდარტს ხელში გვრჩება ეს ჰიპოთეტური მსჯელობები, რაც მიუღებელია".
„ერთი არგუმენტი მაინც ეთქვა თარიღთან დაკავშირებით, შექმნის დროსთან, ადგილთან, რა ქმედება მოყვა აღნიშნულს რაც აუცილებელი ელემენტებია ამ ბრალდებისთვის", - აცხადებს ადვოკატი.
ფორუმი