ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი:
„რომც გავყვეთ ამ ვარაუდს და დავუშვათ არაავთენტური ვიდეო, რომლის მოპოვებაც ეჭვის ქვეშაა ჩაწერილი არის 2024 წლის 02 დეკემბერს 21:54 საათზე (რადგანაც ბრალდებამ იხელმძღვანელა ამ ანძების ამონაწერით მაშინ დავსვამ კითხვას, 2024 წლის 02 დეკემბერს ბოლოს 21:54 საათზე ფიქსირდება ვასილ კაძელაშვილის სახელზე რიცხული ტელეფონის ნომერი რომელიც იჭერს რუსთაველზე არსებულ სატელეფონო ანძას), რომელი ძალადობა გააგრძელა ან გააძლიერა ვასილ კაძელაშვილმა და მით უფრო უხელმძღვანელა თუკი ამ თარიღის იქეთ ბრალდების პოზიციითაც კი არ მომხდარა სხვა ჯგუფური ძალადობა და მასში მონაწილეობა.
თუკი აი ამ ვარაუდებით ვისაუბრებთ რაც დაგვიტოვა ბრალდებამ რადგანაც თავადაც ამ გზით მიდის, რა გამორიცხავს იმ რეალობას რომ ამ დროს იქნა ვიდეო ჩაწერილი და ამ თითქოსდა გეგმის დასახვის საუბრის შემდგომ ძალადობა მორჩა და დასრულდა და არავის არც ედავებიან უფრო შორეულ თარიღებზე, მაშინ კითხვაა მოახერხა გაძლიერება და გაგრძელება ამ ძალადობის ვასილმა და სხვა დაუდგენელმა პირებმა?".
რევაზ აჭარაძე ამბობს, რომ ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ ვიდეოს არ გააჩნია თარიღი, ადგილმდებარეობა ან მისი უტყუარი იდენტიფიკატორი. დაუდგენელია ვინ გადაიღო ვიდეო.
„თითქოსდა არგუმენტია ანძების დეტალური, ადგილმდებარეობის ამონაწერი. 2024 წლის 28 ნოემბერს ვასილ კაძელაშვილის სახელზე რიცხული ტელეფონის ნომერი დაუკავშირდა რუსთაველზე მყოფ სატელეფონო ანძას, დრო: 20:56:30 საათი. თუკი ჩვენ დავუჯერებთ ყველა მოწმეს ვინც კი იყო მოსული აქცია თავიდან დაახლოებით 28 ნოემბრის 23:00 საათამდე იყო მშვიდობიანი და არანაირ ძალადობას არ ქონდა ადგილი. თუკი ჩვენ დავუჯერებთ რომ ეს ვიდეო რუსთაველზეა 2024 წლის 28 ნოემბერს გადაღებული და დრო იქნება 20:56 საათი ანუ ფაქტობრივად ძალადობრივ აქციამდე 02 საათით ადრე, რაზეც არსენ ხუნაშვილი დამეთანხმა რომ კი ბატონი შეიძლება ძალადობამდეც იყო ეს ვიდეო გადაღებული, მაშინ მაქვს კითხვა, ბრალდების დადგენილების მიხედვით - ამ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ადგილზე მყოფი ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის გაგრძელების (თუ არაფერი ხდება აქციაზე და ძალადობა არაა რას ვაგრძელებ?) და გაძლიერების (თუ არაფერი ხდება აქციაზე და ძალადობა არაა რას ვაძლიერებ?) მიზნით.
გაგრძელება ნიშნავს რაღაც უკვე ხდება, თუკი პირდაპირი მტკიცებულება არ მაქვს ეს ვიდეო როდის იქნა გადაღებული, არ გამაჩნია თარიღი, დრო, ადგილი და ყველაფერი მხოლოდ გამომძიებლის და პროკურორის ვარაუდებია და დასკვნები, მაგ წარმატებით ეს ვიდეო 2024 წელსაა გადაღებული, ან 2023 წელს, ან ძალადობრივი სახე სანამ მიიღო აქციამ მანამდე 28 ნოემბერს და ამაზე ერთადერთი პასუხი გვაქვს ჩვენ და ვიცით შემდეგი პრინციპი - ყველა ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ", - აცხადებს ადვოკატი.
მეორე საინტერესო მომენტი ადვოკატისთვის, არა მხოლოდ ვიდეოს გადაღების ადგილი, არამედ დროა. ბრალის მიხედვით ამ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ადგილზე - თავისთავად იგულისხმება არა უბრალოდ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, არამედ იგულისხმება პერიოდი (2024 წლის 28 ნოემბრიდან) როდესაც ძალადობა მიმდინარეობდა აქციაზე და ამ ძალადობის გაგრძელებას და ხელმძღვანელობას იხილავდენ თითქოსდა ვასილი და ვეფხია.
ადოკატის თქმით, ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაასახელა, თუ როდისაა ეს ვიდეო გადაღებული, მათ განმარტეს, რომ სავარაუდოდ 28 ნოემბრიდან და შემდეგ დღეებში არის ეს ვიდეო გადაღებული და თავადაც არ იციან, არც ეს ვიდეო როდის იქნა შექმნილი.
„ასევე არსენ ხუნაშვილმა ისიც დაადასტურა, რომ შესაძლოა საერთოდ ძალადობრივი ქმედებები სანამ დაიწყო პარლამენტის მიმდებარედ მაგ დროინდელი გადაღებულიც იყოსო", - ამატებს ადვოკატი.
ადვოკატი დეტალურად მიჰყვება ბრალის შესახებ დაგდენილებას და კითხულობს წინადადებას: „ამ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ადგილზე მყოფი ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილთან" და აგრძელებს:
„საუბარია თითქოსდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძე არიან. პირველი საკითხი რაც აღსანიშნავია გამოძიების მიერ უტყუარად არ არის დადგენილი რომ ეს ვიდეო სადაც არის გადაღებული არის უშუალოდ პრალემტნის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ გამომძიებლებს დაესვათ კითხვები თუ რითი შეუძლიათ დაადასტურონ რომ ეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა. იქნება ეს შალვა ჯახუა, ლევან ბასილაძე თუ არსენ ხუნაშვილი მათ განმარტეს რომ დაასკვნეს, ივარაუდეს ჩაცმულობიდან, ხალხის ირგვლივ ყოფნიდან და ერთ-ერთმა ასევე საქართველოში მესამე ყველაზე მაღალი შენობა - ბილტმორი მოიყვანა იმის არგუმენტად რომ ვასილ კაძელაშვილი თითქოსდა რუსთაველზე, უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიოტირაზე იმყოფება.
ზემოხსენებულმა პირებმა ვერცერთმა ვერ თქვეს გადაჭრით რომ ვასილ კაძელაშვილი ვიდეოში იმყოფება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მხოლოდ ვარაუდებია. მოგეხსენებათ თბილისში აქციები ყველა სეზონშია და ასევე ბევრი ლოკაცია აქვს, მათ შორის გმირთა მოედანი, ჭავჭავაძის გამზირი, რიყის პარკი და სხვა საიდანაც იგივე წარმატებით შეგვიძლია დავინახოთ ბილტმორის შენობა და მისი კონტური, თავისთავად ბრალზე საუბრისას დაუშვებელია ვარაუდებზე იყოს დამყარებული აღნიშნული და უნდა იცოდეს გადაჭრით გამომძიებელმა იქნება ეს თუ ოპერ მუშაკმა და რაც მთავარია პროკურორმა მტკიცებულებაზე დაყრდნობით რომ ეს ნამდვილად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა".
ფორუმი