Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (25/08/2025)

დასკვნითი სიტყვების ეტაპი - ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ისინი უკვე მზად არიან ამისთვის.

17:12 25.8.2025

რას ედავებიან ვასილ კაძელაშვილს - კითხულობს ადვოკატი:

„ვასილ კაძელაშვილმა ჩაიდინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ესე იგი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.
ბრალდება განმარტავს: მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოხატა შემდეგში: საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მიტინგზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება, რამაც მიიღო სისტემური ხასიათი.

ამ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ადგილზე მყოფი ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის გაგრძელების და გაძლიერების მიზნით, აორგანიზებდნენ ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებებს. კერძოდ, ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის სამოქმედო გეგმას, განსაზღვრავდნენ ძალადობრივი ქმედების ჩადენის სავარაუდო ადგილებს, დროსა და ხერხებს, ჯგუფის წევრებისთვის ანაწილებდნენ კონკრეტულ როლებს და თანხმდებოდნენ ძალადობრივი მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობაზე, რასაც თავადვე უხელმძღვანელებდნენ.

გეგმის თანახმად, დეტალურად უნდა შეესწავლათ მათთვის არასასურველ კონკრეტულ პირთა გადაადგილების მარშრუტები, რომელთაც დახვდებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები და მოახდენდნენ მათ მიმართ მძიმე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. აგრეთვე, უნდა განეხორციელებიათ შესაბამისი მოქმედებები მათთვის არასასურველ პირთა ქონების განადგურების მიზნით. კერძოდ, ადვილაალებადი ნივთიერებების ფარულად გამოყენებით და შემდგომ ცეცხლის წაკიდებით გაენადგურებინათ სხვისი ქონება"

17:12 25.8.2025

რევაზ აჭარაძის თქმით, სასამართლოში მოყვანილმა მოწმეებმა მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ მათ მიიღეს დაზიანება, რაც ისედაც ცნობილი იყო, სხვა ვერაფერი დაადასტურეს და ხელი ვერავის დაადეს.

„ამ ხალხის მოყვანა მიზნად ისახავდა იმას, რომ არაფერი არ გააჩნდათ სხვა, რომ ჰქონოდათ სხვანაირად წაიყვანდნენ საქმეს და თავის დასკვნით სიტყვაში დროს სამედიცინო დოკუმენტების კითხვას არ დაუთმობენ", - ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ ბრალდებას მართლა ევალებოდა გაერკვია, ვინ სცემა პოლიციელები, ისევე როგორც უნდა გამოეკვლიათ, ვინ დააზიანა დემონსტრანტები, მაგრამ მათ ჯგუფურ ძალადობაზე და გადატრიალებაზე საუბარი არჩიეს.

17:07 25.8.2025

ადვოკატი ამბობს, რომ მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება საჭირო, რომ ვასილ კაძელაშვილს შეუფარდონ 6-დან 9 წლამდე. მისივე განცხადებით, ბრალი არის აბსურდული და ააშკარავებს მიზანს, რომ „ვიღაცებისთვის უცებ უცებ ბრალი წარედგინათ". მისი განცხადებით, პროკურორები მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიზუალის შექმნაში იყვნენ ჩართულები, თორემ მტკიცებულებები არ არსებობს.

17:06 25.8.2025

„როცა ბრალდების მხარე ამბობდა, რომ აქცია იყო ძალადობრივი ჯგუფი 500-600, რატომ არა 700-800 ან 200-300?", - ადვოკატს ამით იმის თქმა სურს, რომ ყველა სიტყვა, რასაც წარმოთქვამს სხდომაზე პროკურატურა უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული და არა ზოგადი მსჯელობა.

„უმთავრესი კითხვა და ვალდებულება რაც პროკურორმა იკისრა საკუთარ თავზე იყო და არის უშუალოდ დაამტკიცოს რაც ბრალად წარედგინა ვასილ კაძელაშვის. ტყუილად არ ვახსენე ზემოთ შესაბამისი პრინციპი და გადაწყვეტილება რაც მიემართება განჭვრეტადობას და იმის ცოდნას თუ რას გედავებიან. გულწრფელად გეტყვით დღემდე ბრალდება ვერ ჩამოყალიბდა რას ედავება ვასილ კაძელაშვილს. დღემდე ცდილობს სხვადასხვა ფრაზებით, ორგანიზება, მოწოდება, ხელმძღვანელობა, როლების განაწილება და მსგავსი ფრაზებით შექმნას ილუზია რომ თითქოსდა ვასილ კაძელაშვილმა რაღაც ჩაიდინა, აქ ავიწყდება ბრალდებას რომ ყველა სიტყვას რასაც იყენებს არგუმენტირებული უნდა იყოს.

უნდა გააჩნდეს მტკიცებულება და ეს მტკიცებულება უნდა იყოს პირდაპირი, გადამოწმებადი და უნდა მიუთითებდეს ბრალად წარდგენილ ქმედებებზე, ელემენტებზე, ბრალეულობაზე და არა საჯაროდ ცნობილ ფაქტზე როგორიცაა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიოტრიაზე უამრავი საქართველოს გუწლრფელი მოქალაქის მიმართ არაადამიანურ, დამამცირებელ, ძალადობრივ მოქმედებებზე და პოლიციის რიგებიდან დაზიანების მქონე ადამიანებზე.

ის რომ პოლიციელს დაუზიანდა შუბლი იქნება ეს, ფეხი თუ სხვა ადგილი და ამავე დროს ჩვენი ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე იგივე პოლიციელები წიხლებით სახეში ურტყამდნენ მოქალაქეებს ეს საკითხი ცნობილია ყველასთვის, სამწუხაროდ მხოლოდ პროკურატურა ხუჭავს თვალებს რეალურად ამ გარემობაზე. ის რომ ჩამოთვალა ათობით პოლიციის მუშაკი და იმედია ისინი ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობებს, აღნიშნული არანაირ კავშირში არაა ვასილ კაძელაშვილთან, ის უბრალოა ამ ბრალდებაში და მეტიც გულიც შესტკივა ყველა ადამიანის მიმართ ვინც დაზიანდა და წუხს როგორც პოლიციის მუშაკებზე, ასევე ჩვეულებრივ მოქალაქეებზე.".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG