რევაზ აჭარაძის თქმით, მტკიცების ტვირთი პროკურატურას ეკისრება. შესაბამისას პროკურორები არიან ვალდებულები სასამართლოში წარმოადგინოს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებები.
„ჩვენს რეალობაში, ვასილ კაძელაშვილთან მიმართებით, როდესაც სულიერი არავინაა ვინც ვასილ კაძელაშვილის რაიმე სახის ქმედებაზე რაიმე განმარტებას გააკეთებს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება გარდა ფანტაზიის ნაყოფის მქონე პატაკებისა ბრალდების მხარეს სურს რომ სასამართლო ამ უკანონობაში ჩარიოს და თითქოსდა ის რომ ორი საათი კითხულობდა დაზარალებულთა ჯანმრთელობის ცნობებს, ფარდა ჟალუზების და გათბობა გაგრილების სისტემის ღირებულებას, ამით მიაღებინოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი", - ამბობს ადვოკატი.
რევაზ აჭარაძე ეთანხმება კოლეგებს და ამბობს, რომ თავადაც შეაჯამებს ვასილ კაძელაშვილის ნაწილში ბრალდებას და მტკიცებულებებს.
„ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში დაკითხული მოწმე თუ წერილობითი მასალა არ შეიცავდა რაიმე სახის მამხილებელ ინფორმაციას, რაც გარეშე მესამე ობიექტურ პირს, როგორც მოსამართლეა არა თუ დაარწმუნებდა ვასილ კაძელაშვილის მხრიდან რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას არამედ პირიქით გაუმყარებდა რწმენას რომ იგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და არ მიუძღვის არანაირი სახის დანაშაულის ჩადენაში წვლილი", - ამბობს ადვოკატი.
დასკვნით სიტყვას ამბობს, ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე.
დასკვნით სიტყვას ამბობს, ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე.
ფორუმი