ადვოკატი ნინო ლომინაძე სვამს კითხვას: რომელ დაზარალებულს რა ზიანი მიაყენა თორნიკე გოშაძემ და ირაკლი მიმინოშვილმა? სად გვაქვს მათი ქმედება და მიზაზ-შედეგობრივი კავშირი?
ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურამ ირიბი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინა, რომ ეს პირები ერთად მოქმედებდნენ, თანაც ერთიანი განზრახვით.
„ვერცერთმა მოწმემ , ვერ მითითა, რომ დაინახა ბრალდებულმა როგორ მიაყენა მას ზიანი ან სხვა პირებს, როგორ დააზიანებს სხვისი ქონება, შესაბამსიად თავად დაზარალებულები თითებდნენ სხვა ლოკაციებს, ვიდრე თორნიკე გოშაძე და ირაკლი მიმინოშვილი შესაძოა იყვნენ. საინეტერესო ფაქტია, რომ აცერთ ვდეოს გარდა იმისა, რომ არის მონტაჟი და არ არის ტყუარი მტკიცებულება არ აქვს მითიტება თუ სად არის გადაღებული, რომელც საათზე, არ დგინდება მისი წარმომავლობა, ასევე არ ჩანს არცერთ ვარიაციაში თორნიკე გოშაძე ისვრის თუ არა რამეს და მითუმეტეს პოლიციელების მიმართულებით, არაფრით დგინდება, რომ ირაკლი მიმინოშვილი ისვრის თუ არა რაიმე მკვრივ საგანს, განსაკუთრებით პოლიციელების მიმართულებით, არდაგნ ერთადერთ ვიდეო მტკიცებულებაზე, რომელიც გამომძიებელმა დავით ქიტიაშვილმა დაათვლიაერა და მიუთითა რომ პოლიციელების მიმართულებით ისროდა აღმოჩნდა მონტაჟი", - ამბობს ადვოკატი და ასკვნის:
„შესაბამისად სამართლებრივი შეფასებისთვის უნდა გვქოდნეს პირის ქმედება და შედეგი, ასევე უნდა დგინდებოდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რომელიც ბრალდების მხარემ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც კი ვერ დაასაბუთა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდმინარე ირაკლი მიმინოშვილი და თორნიკე გოშაძეს არ ჩაუდენიათ ბრალში მითითებული გარემოებები და გთოვთ ცნოთ უდანასაულოდ".
„მინდა განვმარტო", - ამბობს ადვოკატი და აგრძელებს:
„როდესაც გამომძიებელი ლევან ნიჟარაძე არ დაინტერესდა იყო თუ არა მონტაჟის კვალი და კადრი იყო თუ არა უწყვეტი, დავით ქიტიაშვილი არ დაინტერესდა კადრის უწყვეტობაზე, ხოლო დათვალიერებისას განმარტეს, რომ ირაკლი მიმინოშვილი და თორნიკე გოშაძე ისროდნენ ქვებს პოლიციელების მიმართულებით, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით კი სწორედ პოლიციელების კადრია ჩამატებული, როდესაც ბატონი დავით ქიტიაშვილმა განაცხადა, რომ ბარლდების მხარე არ იყო, იყო ობიექტური და ასახა სრულიად ობიქტური ინფორმაცია დათვალიერების ოქმში, რაც შემდგომ ირაკლი მიმინოშვილის დაკავების საფუძველი გახდა.
ასევე ლევან ნიჟარაძემ გფართოდ ისაუბრა, რომ არ აინტერესებდა ის კადრი რომელიც შესაძლოა ჩამატებული იყო და მისი მტავარი მიზანი თორნიკე გოშაძის იდენტიფიცირება იყო, სრული და ობიექტური გამოძიების ინეტერსში არ შედიოდა, სწორედაც დადგინდა, რომ აღნიშნული კადრებია დამონტაჟებული, საადაც გამომძიებელმა დათვალიერების ოქმში განმარტა სხვა პირებთან ერთად იღებდა ქვებს - თუმცა ის სხვა პირები ვინც იღებენ ქვებს ექსპერტიზის დასკვნით არის ჩამონტაჟებული კადრი, თორნიკე გოშაძის ვიდეოში".
ადვოკატი მოწმეების ჩვენებებიდან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დიალოგებს კითხულობს, მაგალიტად, ეს არის ფრაგმენტი პოლიციელ ლევან ნიჟარაძის დაკითხვიდან.
ადვოკატი: თუ დანიშნეთ აღნიშნულ ვიდეოზე ექსპეეტიზა კადრის უწყვეტობასა და მონტაჟზე?
მოწმე: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მოგვეხდინა იდენტიფიკაცია , შესაბამისად ჰაბიდოსკოპიურ ექპერტს ვკითე, აღნიშნულ ვიდეოში, ჩანაწერშ იყო თუ არა თორნიკე გოშაძე. ( სხდომის ოქმი 18:16)
ადვოკატი: თქვენ ხომ იცოდით ამის შემდგომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა და ობიექტური გამოძიების ფარგლებში არ დაინტერესდით , მოწმემ განმარტა, რომ დევნას ვინ დაიწყება უცნობი იყო, მისი მოვალეობა და დავალება იმ მომენტში იყო მხოლოდ მტკიცებულებების მოპოვება.
„გამომძიებელი ვალდებულია მოიპოვოს ყოველმხრივი მტკიცებულება, შესაბამსიად გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად", - აცხადებს ადვოკატი.
ფორუმი