ადვოკატი მიმოიხილავს გამომძიებლებისა და პოლიციელების ჩვენებები და განაცხადა, რომ ნივთის სროლის მიმართულება უტყუარი არ არის და ვიდეოში ეს ნაწილი დამონტაჟებულია.
დასკვნით სიტყვას აგრძელებს ირაკლი მიმინოშვილისა და ისნაფ ალიევის ადვოკატი, ნინო ლომინაძე:
„მოგეხსენებათ დაცვის მხარის მიერ დაინიშნა კადრებზე ექსპერეტიზა, რომელიც ბრალდების მხარემ უდაოდ გახადა, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ვიდეოზე სადაც გამომძიებელმა მიუთითა, რომ ირაკლი მიმინოშვილი ისროდა ქვას პოლიციელების მიმართულებით სწორედ იმ კადრზე დადგინდა, რომ იყო წყვეტა, იყო მონტაჟი, შესაბამისად გამომძიებლის მიერ მიცემული ჩვენება, მოდის წინაარმდეგობაში დაცვის მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზის შედეგებთან", - აცხადებს ნინო ლომინაძე.
სასწრაფოს ექიმებმა გასინჯეს ალიევი და დატოვეს სასამართლოს დარბაზი. სხდომა განახლდა. თამარ მჭედლიშვილმა მოიკითხა ისნაფ ალიევი და იკითხა: შეუძლია თუ არა სხდომაზე მონაწილოება.
აგრძელებს დასკვნით სიტყვას ადვოკატი ნინო ლომინაძე.
ინსაფ ალიევი სასწრაფოს ექიმთან ერთად ბადრაგებს გაყავთ ბრალდებულებისთვის განკუთვნილ სივრცეში.
ფორუმი