ინსაფ ალიევთან სასწრაფო მოვიდა. მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა შესვენება გამოაცხადა.
დასკვნით სიტყვას ამბობს: თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი, ნინო ლომინაძე.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ირაკლი მიმინოშვილი სხდომათა დარბაზში განცალკევებულად სხედან. შესვენების გამოცხადებამდე, მათ უთანხმოება ჰქონდათ, ეს აშკარა იყო სახის გამომეტყველებით და ბადრაგების ქცევით. რამდენჯერმე ადვოკატები ჩაერივნენ და გააჩუმეს ისინი.
გაგრძელდა თუ არა იგივე შესვენებაზე სასამართლოს საკნებში ჩვენთის უცნობია, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა საჭიროდ ჩათვალა უსაფრთხოების მიზნით, ისინი განეცალკევებინა.
ინსაფ ალიევი შეუძლოდაა, ექიმს ითხოვს. რამდენიმე წამით შესვენება გამოცხადდა. სასწრაფო გამოიძახეს, ამბობენ, რომ სასამართლოს ექიმი შვებულებაშია.
ფორუმი