Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (25/08/2025)

დასკვნითი სიტყვების ეტაპი - ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ისინი უკვე მზად არიან ამისთვის.

14:28 25.8.2025

„არც ერთ მტკიცებულებაში ეს კაცი ირიბათაც ნახსენები არ არის და ამ მოცემულობაში უნდათ ვეფხია კასრაძე მინიმუმ ექვსი წლის ვადით ციხეში გაუშვან", - ამბობს ადვოკატი და საუბარს, ზიანზე საუბრით აგრძელებს.

14:24 25.8.2025

კახა კოჟორიძე მტკიცებულებების შეფასებაზე გადადის და ამბობს, რომ „როცა არგუმენტებით ვერ გეწინააღმდეგებიან, არგუმენტების სიმრავლით გეწინააღმდეგებიან".

„ავთენტურობა არ ვიცით[ვიდეოზე საუბრობს], წარმოშობის წყარო არ ვიცით, როდისაა გადაღებული არ ვიცით, ვისი გადაღებულია არ ვიცით და მტკიცებულება, რომელიც თავიდანვე დაუშვებელი უნდა ყოფილიყო, ამის საფუძველზე ციხეში გავუშვით", - ამბობს ის და ამატებს, რომ რელევანტური კითხვაა, თუ დაინახა რა ჩაიდინა ვეფხია კასრაძემ, დანარჩენი, ის თუ რა ხდებოდა აქციაზე, ამ საქმესთან შემხებლობაში არაა.

„სასამართლოსთვის საინტერესო არ უნდა იყოს, რა ხდებოდა აქციაზე, ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულს - ჩაიდინა თუ არა ვეფხია კასრაძემ დანაშაული.... იქ რა ხდებოდა არ არის საინტერესო, თუ იქ რაც ხდებოდა, ვეფხია კასრაძეს არ უკავშირდებოდა, თქვენ ეს დაინახეთ?", - ეკითხება მოსამართლეს ადვოკატი.

14:20 25.8.2025

კახა კოჟორიძის თქმით, დაცვის დასკვნითი სიტყვა არის ბრალდების დასკვნითი სიტყვის საწინააღმდეგო, შეჯამება ინ კონტრარგუმენტებისა, რაც დაცვას შეიძლება ჰქონდეს მაგრამ, სვამს კითხვას ადვოკატი:

„ჩვენ რა უნდა შევაჯამოთ? რა არის შესაჯამებელი? ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი მტკიცებულება, არგუმენტი, რატომ მიიჩნევენ კასრაძეს დამნაშავედ, შესაბამისად გვიწევს არარსებულ მტკიცებულებებზე საუბარი. რამდენიც არ უნდა ვაჯამოთ ნული, ნული დარჩება ნოლად", - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ვეფხია კასრაძისთვისა და ადვოკატისთვისაც გაუგებარია ბრალდების არსი, ასე იყო საქმის საწყის ეტაპზეც და ბოლოშიც.

„რა ქმედებას ედავებიან? ვიცით, რომ 225-ე მუხლის ჩადენას ედავებიან, მაგრამ რა წერია იქ? - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.

ამ კაცს აბრალებთ, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორია, დამისახელეთ ერთი სახელი და გვარი იმ ადამიანისა იმ ჯგუფისა, რომლის ქმედებასაც ვეფხია კასრაძე აორგანიზებდა, ვინ არიან ჯგუფის წევრები? ბრალდების დასკვნითი სიტყვიდან ასეთი ადამიანის სახელი და გვარი გავიგეთ? - არა, რატომ გამორჩა ბრალდებას, იყო და დაავიწყდა აღნიშნვა? იმიტომ ვერ მოვისმინეთ, რომ ასეთი ადამიანი ფიზიკურად არ არსებობს და ვერ იარსებებს იმიტომ, რომ ამ ადამიანს ჯგუფური მოქმედება არ განუხორციელებია", - აცხადებს ადვოკატი.

კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ადვოკატი თავიდანვე სვამდა ასეთია: რა შედეგი მოჰყვა იმ ქმედებას, რომელიც ვეფხია კასრაძემ დააორგანიზა?

„ამ კითხვაზე ჩვენ პასუხი ვერ მოვისმინეთ, ვერც მაშინ, ვერც დასკვნიტ სიტყვაში, ვერც ერთი მოწმისგან ვერ მოვისმინეთ...ჩვენ მოვისმინეთ მოწმეებისგან, რომ პარლამენტი დაზიანდა, ტროტუარი აიყარა, პოლიციელს ქვა მოხვდა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს კითხვები მარტო ჩვენ არ გვიჩნდება, ყველას უჩნდება, პარლამენტის შენობა რომ დაზიანდა, ეს დაზიანება იმის შედეგია, რაც ბრალდების მტკიცებით ვეფხია კასრაძემ დააორგანიზა? მაგრამ ამ კითხვაზე ჩვენ დღემდე პასუხი არ გვაქვს".

14:13 25.8.2025

დასკვნით სიტყვას ამბობს, ვეფხია კასრაძის მესამე ადვოკატი, კახა კოჟორიძე

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG