არჩილ ჭავჭანიძე:
„მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს.
ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ვეფხია კასრაძის ქმედებაში არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში".
არჩილ ჭავჭანიძემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა.
არჩილ ჭავჭანიძის თქმით, ვეფხია კასრაძის ბინის ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ და კითხვა ჩნდება, რატომ? ვიდეოს შინაარსის თანახმად, „მას რაღაც უნდა აეფეთქებინა, ნავთი უნდა მიესხა და ასანთი მიეგდო და ა.შ.". ამის მიუხედაბად, ადვოკატის თქმით, გამოძიებას არ უცდია ამის დამადასტურებელი ნივთიერი მტკიცებულებები მოეგროვებინა ან მცდელობა მაინც ჰქონოდა.
ადვოკატი ამბობს, რომ მთავარი გამომძიებლის ჩვენებამ დაადასტურა „გამოძიება არასრულად იყო ჩატარებული".
ვეფხია კასრაძის ვიდეო გატიტრულია, ადვოკატის თქმით, ტიტრები და საუბარი ერთმანეთს არ ემთხვევა[ასინქრონია] ამის მიუხედავად, გამომძიებლებს არ მოუვიდათ აზრად დაენიშნათ ექსპერტიზა და გაერკვიათ, იყო თუ არა ეს ვიდეო დამონტაჟებული.
ფორუმი