Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს შემდეგი სამიტი ანკარაში გაიმართება


2027 წელს ნატოს სამიტს ალიანსის შედარებით ახალი წევრი, ალბანეთი უმასპინძლებს.
2027 წელს ნატოს სამიტს ალიანსის შედარებით ახალი წევრი, ალბანეთი უმასპინძლებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ნატოს შემდეგი სამიტი 2026 წლის 7-8 ივლისს ანკარაში, ბეშთეფეს საპრეზიდენტო კომპლექსში (ქიულიე) გაიმართება.

„შემდეგ სამიტზე ლიდერები გააგრძელებენ მუშაობას, რათა ნატო აქციონ უფრო ძლიერ, სამართლიან და უფრო ქმედით ალიანსად, რომელიც მზად იქნება უპასუხოს ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ გამოწვევებს“, - წერია ალიანსის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში

ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც თურქეთი ნატოს სამიტს უმასპინძლებს: აქამდე ალიანსის ლიდერები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ 2004 წელს.

2027 წელს ნატოს სამიტს ალიანსის შედარებით ახალი წევრი, ალბანეთი უმასპინძლებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG