Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Swatch ბოდიშს იხდის რეკლამაში გამოსახული ჟესტისთვის, რომელიც ჩინეთში რასისტულად მიიჩნიეს


Swatch-ის ბანერი
Swatch-ის ბანერი

საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა Swatch-მა ბოდიში მოიხადა სარეკლამო კამპანიისათვის, რომელმაც ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია და განაცხადა, რომ „მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაუყოვნებლივ ამოიღო [რეკლამასთან] დაკავშირებული ყველა მასალა“.

შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Swatch Essentials-ის კოლექციის ფოტოზე აზიელი მოდელი მამაკაცი თითებით ქუთუთოების კიდეებს ზემოთ სწევს. ამ ჟესტს დამამცირებლად და რასისტულად მიიჩნევენ.

ფოტომ ჩინეთში, სოციალურ მედიაში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. Swatch-მა „ინსტაგრამზე“ დაწერა: „გულწრფელად ვიხდით ბოდიშს ნებისმიერი უხერხულობის ან გაუგებრობისთვის“. კომპანიამ განაცხადა, რომ „ამ საკითხს უდიდესი მნიშვნელობით მოეკიდება“.

კომპანიამ ბოდიში ასევე გამოაქვეყნა ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე, ჩინურ და ინგლისურ ენებზე.

ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენლების ცნობით, შვეიცარიული საათების ექსპორტიორებს რთული დრო უდგათ, აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი ტარიფების გამო. შვეიცარიული საათების გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო აშშ-ში, იაპონიასა და ჰონგ-კონგში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG