Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა კაციას საქმის განხილვა - ლაივბლოგი (15/08/2025)

ნიკა კაციას საქმეზე დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ. ნარკოდანაშაულის საქმეს განიხილავს მოსამართლე თამარ მჭდელიშვილი, რომელმაც დღეს, რამდენიმე საათით ადრე მსგავს საქმეზე უდანაშაულოდ ცნო თედო აბრამოვი. ორივე ამ საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე არის.

16:05 15.8.2025

15:47 - დღევანდელი სხდომა პროკურორის დასკვნითი სიტყვით დასრულდა. მომავალი სხდომა 26 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

16:04 15.8.2025

15:47 - პროკურორი ითხოვს ნიკა კაცია ნარკოდანაშაულში დამნაშავედ ცნოს

16:03 15.8.2025

15:45 - პროკურორი ამბობს, რომ სასამართლოს შესაფასებელია, რამდენად იყო შესაძლებელი ნეიტრალური მოწმის მოძიება ან ვიდეოგადაღება. თუმცა ამავდროულად, კვლავ იმეორებს, რომ გადაღება შეუძლებელი იყო წინაადეგობის გამო.

15:44 15.8.2025

15:40 - პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ამბობს, რომ ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, სანდოა საქმეში არსებული პოლიციელების ჩვენება.

დამატებით, ის აღნიშნავს, რომ პოლიციელი ინფორმირებულია, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მოსალოდნელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG