Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა კაციას საქმის განხილვა - ლაივბლოგი (15/08/2025)

ნიკა კაციას საქმეზე დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ. ნარკოდანაშაულის საქმეს განიხილავს მოსამართლე თამარ მჭდელიშვილი, რომელმაც დღეს, რამდენიმე საათით ადრე მსგავს საქმეზე უდანაშაულოდ ცნო თედო აბრამოვი. ორივე ამ საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე არის.

15:33 15.8.2025

ბრალდების მიხედვით, ნიკა კაციამ ჩხრეკის დროს დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა მაინც ამოიღეს “თეთრი ფერის ნივთიერება”.

პროკურორი ამბობს, რომ წინააღმდეგობის გამო ის ქუჩაში ვერ გაჩხრიკეს და ამის გამო ჩასვეს ავტომანქანაში - კაცია წინააღმდეგობას აგრძელებდა ავტომობილში და ამის გამო ვერ გადაიღეს ვიდეო.

რაც შეეხება ნეიტრალურ მოწმეს - ამბიბენ, რომ იმ ტერიტორიაზე არავინ გადაადგილდებოდა, დააკაკუნეს ერთ-ერთ კარს, თუმცა არავინ გააღო.

პროკურორი ამბობს, რომ ნიკა კაცია დამშვიდდა მას შემდეგ, რაც მისგან ნივთიერება ამოიღეს.

15:33 15.8.2025

15:22 - პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე კითხულობს დასკვნით სიტყვას, რომლის მიხედვითაც ნიკა კაციამ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება და ის მას თან ჰქონდა.

მისი თქმით, სასამართლოში დაკითხულმა პოლიციელმა კონფიდენციალური წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ კაცია იყო ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” ის აქტიური მომხმარებელი, თავადაც ფლობდა.

სწორედ ამის გამო დაიწყი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით.

15:33 15.8.2025

15:21 - მოსამართლე ამბობს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია და პროკურორს მიმართავს დასკვნითი სიტყვისთვის.

15:16 15.8.2025

15:08 - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ აკრძალვის მიუხედავად დარბაზიდან ვრცელდება ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერები. ამის გამო მან შეზღუდა ტელეფონის გამოყენება: “ვისაც ტელეფონის გამოყენება უნდა, გავიდეს გარეთ!”

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG