Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი (15/07/2025)

დღეს დავით ხომერიკი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს. სავარაუდოა, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი დღესვე გავა სათათბიროდ და გადაწყვეტილებასაც დღეს გამოაცხადებს. ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებიან. პროკურატურა ამბობს, რომ მის ჩანთაში გამოუყენებელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვეს.

14:27 15.8.2025

14:19 - დავით ხომერიკი სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი დეკანოზია. ჰყავს ერთი ძმა და ერთი და.

დედის თქმით, დავითი 15 წლიდან დამოუკიდებლად ცხოვრებას ცდილობს, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.

„თავადაც ქუჩაში იდგა, ქუდი ედო წინ და მღეროდა, ასე აგროვებდა ფულს. სასულიერო პირების ოჯახი კი ვართ, მაგრამ ძალიან გვიჭირს. არ გვქონდა შესაფერისი საცხოვრებელი ფართი, ქირით წავიდა და შემდეგ ქუჩაში ასე შოულობდა ფულს, რომ ქირა გადაეხადა და ეკვება, გადარჩენილიყო

ეს ყველაფერი მრევლმა იცის, ხალხმა იცის, მეგობრებმა იციან - მე მაინც ხალხის იმედად ვარ, რომ ხალხი დადგება ჩვენს მხარეს“, - უყვება რადიო თავისუფლებას ბრალდებულის დედა და ამატებს, ყველგან აქვს ნამუშევარი, იყო ბარმენი, მენეჯერი, გიდი - ლაშქრობებს აწყობდაო.

14:27 15.8.2025

14:20 - დავითს მუსიკალური შვიდწლედი აქვს დამთავრებული. ფორტეპიანოსა და აკუსტიკურ გიტარაზე უკრავს, წერს სიმღერებს, ხატავს. ტექნიკურ უნივერსიტეტში გრაფიკულ დიზაინს სწავლობდა, თუმცა სწავლის საფასური ვეღარ გადაიხადა და შეჩერება მოუხდა.

დავით ხომერიკი როკჯგუფ The sinners-ის ვოკალისტი იყო. დაკავებამდე ბარი გახსნა, რომელიც ახლა დაკეტილია.

14:27 15.8.2025

14:20 - ახლა რაც შეეხება სხდომას, უკვე დარბაზში ვართ და სხდომის გახსნას ველოდებით

14:28 15.8.2025

14:24 - ხომერიკი შემოიყვანეს ბადრაგებმა. ის ადვოკატს ესაუბრება.

ნინო გალუსტაშვილი ამბობს, რომ სხდომა გაიხსნა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG