სხდომა დიდ დარბაზში უნდა გაიმართოს, დამსწრეთა ნაწილი უკვე სასამართლოს ფოიეშია, წითელი ლენტის მიღმა. მანდატურები მათ დარბაზში ჯერ არ უშვებენ.
10:44 - სხდომათა დარბაზში უკვე შევიდა საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე.
თედო აბრამოვის გულშემატკივრებს, უნდათ ის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გაათავისუფლოს და იშველიებენ “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის ციტატას, რომელიც მან გიორგი ახობაძის გათავისუფლების შემდეგ თქვა:
“ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. არაფერ შუაში არ არის "ჩადება". 100%-იანი მტკიცებულების სტანდარტზე არის საუბარი. ერთი რამ მინდა გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს - ნუ გამოაცხადებთ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს მორფს ჰპარავდნენ”.
არც თედო აბრამოვის საქმეშია ვიდეომტკიცებულება.
10:51 - სასამართლოს ფოიეში დარბაზში შეშვებას ელოდებიან აბრამოვის ოჯახის წევრები.
ფორუმი