Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თედო აბრამოვის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (15/08/2025)

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო ამბრამოვის განაჩენს გამოაცხადებს. თედო აბრამოვის საქმე გიორგი ახობაძის საქმის მსგავსია - პროკურატურას ბრალის დასამტკიცებლად არ ჰქონდა ნეიტრალური მტკიცებულება, ამიტომ არსებობს მოლოდინი რომ აბრამოვს ახობაძის მსგავსად, გაამართლებენ

11:11 15.8.2025

11:09 - თედო აბრამოვს მოსამართლის საუბრის დროს ნერვიულობა ეტყობა, თავი ჩახრილი აქვს

11:11 15.8.2025

11:08 - მოსამართლე განაჩენის გამოცხადებამდე განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზს:

“დარბაზში არ იყოს ხმაური, არ გამაწყვეტინოთ ხმაური…” - თქვა მოსამართლემ და ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენისთვის უნდა არსებობდეს მტკიცებულებების სტანდარტი.

11:10 15.8.2025

11:07 - სხდომაზე შემოიყვანეს თედო აბრამოვი. მას ბორკილები მოხსნეს.

11:07 15.8.2025

11:02 - მდივანმა თქვა, რომ მოსამათლის დარბაზში შემოსვლის გამო, დამსწრეები ფეხზე ამდგარიყვნენ.

“არ გეკადრებათ ფეხზე ადგომა?” - თქვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა და დარბაზიდან გაუშვა ყველა, ვინც მისი შემოსვლის დროს ფეხზე არ ადგა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG