11.42 - ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი: ზვიად რატიანი არაერთხელ გამხდარა პოლიციელის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ეს საქმე გამოძიებულიც კი არ არის. ჩვენ წარმოვადგინეთ მისი დახასიათებები, სადაც იკიხთება, რომ შეუძლებელია ზვიად რატიანმა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. შეუძლებელია ზვიად რატიანმა რაიმე ტიპით მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე. მიგვაჩნია, რომ პატიმრობის განგრძობითად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.
ადვოკატები ისევ მოითხოვენ გირაოს - 10 000 ლარის ოდენობით.
11.55 - ზვიად რატიანი - ვეთანხმები ადვოკატებს. არა მგონია ბევრი ახსნა სჭირდებოდა რა და რატომ გავაკეთე და სათქმელს უფრო ვრცლად დასკვნითი სიტყვისთვის შემოვინახავ. ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებული, რაც ყველა პოლიციელმა უნდა მიიღოს ეს თავის თავზე, ვინც ამ უსამართლობასა და ქვეყნის ღალატშია ჩართული. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს იყო სილა ყველასთვის.
12.06 - მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა. ზვიად რატიანს ის პატიმრობაში ტოვებს. სხდომა დასრულდა.
ფორუმი