„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ“, - აცხადებს ია ანთაძე.
ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში 2017 წლის იანვარში დასაქმდა, მას შემდეგ, რაც ვასილ მაღლაფერიძე გახდა არხის დირექტორი. 6 იანვარს არჩეულმა მაღლაფერიძემ ანთაძე თავის მრჩევლად 13 იანვარს წარადგინა.
ვასილ მაღლაფერიძის არჩევას სამოქალაქო სექტორი კრიტიკით შეხვდა, რადგან ის მანამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის (GDS) ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ მაუწყებელზე დასაქმდა GDS-ის არაერთი თანამშრომელი.
მოგვიანებით ანთაძე ე.წ. სუპერდესკის ერთ-ერთი წევრი გახდა. ამ ჯგუფს უნდა ემართა არხის სარედაქციო პოლიტიკა. ბოლო წლების განმავლობაში ის უძღვებოდა საავტორო პროექტს - „საინტერესო ადამიანები“.
ია ანთაძე წლების განმავლობაში მუშაობდა რადიო თავისუფლებაშიც, ის იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორიც.
ფორუმი