Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი E3-თან მოლაპარაკებისას ურანის გამდიდრების უფლებას დაიცავს, განაცხადა აბას არაღჩიმ


აბას არაღჩი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
აბას არაღჩი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან და გერმანიასთან (E3) 25 ივლისისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებებში, ირანი დაიცავს თავის ბირთვულ უფლებებს, მათ შორის ურანის გამდიდრების უფლებას, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ 24 ივლისს სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Reuters-ი, რომელსაც მოჰყავს არაღჩის სიტყვები, რომელიც თასმინის სააგენტომ გაავრცელა: „განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ომის შემდეგ, მათთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია ურყევი რჩება და რომ ჩვენი ურანის გამდიდრება გაგრძელდება. ჩვენ არ დავთმობთ ირანელი ხალხის ამ უფლებას.“

არაღჩის თქმით, ირანი ყოველთვის მზად იყო თავისი ბირთვული პროგრამის ლოგიკური გზით წინ წაწევისთვის, რათა დაემშვიდებინა ის ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, შფოთავდნენ.

ირანმა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წინა დღეს ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც სანქციების ხელახლა დაწესებით იმუქრებიან, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უფლება ურანის გამდიდრების შესახებ და განაცხადა, რომ ის „ურყევია“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG