მან თავის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე დაწერა სუმის ოლქში მიმდინარე აღდგენით სამუშაოზე, რაც საჭირო გახდა რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის გამო:
“რუსეთის დრონებმა დაარტყა ენერგოინფრასტრუქტურას. ობიექტების დაზიანების გამო, 220 ათასზე მეტი მომხმარებელი სუმის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
დღეს დილით ენერგომომარაგების უდიდესი ნაწილი აღდგა. ამ დროისთვის ელექტრომომარაგება თითქმის სრულად არის აღდგენილი სუმის ოლქში".
ზელენსკის სიტყვებით, "უკრაინელები ყოველთვის აღადგენენ, რაც დაინგრა".
პოსტის დასასრულ ის ეხმიანება სტამბოლში დღეს დაგეგმილ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს:
"დღეს, თურქეთში მოლაპარაკებების დროს, უკრაინის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ წამოსწევენ სასწრაფოდ და სრულად ცეცხლის შეწყვეტის საკითხს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მსგავსი დარტყმების შეწყვეტის ჩათვლით".
სტამბოლი მესამედ მასპინძლობს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს. უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, რუსეთისას კი ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს.
პირველი ორი რაუნდის უმთავრესი შედეგი არის მხარეებს შორის ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის პროცესი.
ფორუმი