ამის შესახებ ფროიდინგი ლაპარაკობს გერმანიის არმიის პოდკასტ Nachgefragt-ში.
გენერლის ინფორმაციით, რუსეთი მნიშვნელოვნად აფართოებს დრონების წარმოებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მასობრივი გამოყენებისთვის.
მისი თქმით, მოსკოვი გეგმავს ერთდროულად 2000 დრონის გაშვებას, რაც სერიოზული გამოწვევა იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.
გენერალმა ილაპარაკა „საწინააღმდეგო გონივრული ქმედების “ შემუშავების აუცილებლობაზე, რადგან ტრადიციული საშუალებების, კერძოდ, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების გამოყენება რუსეთის დრონების წინააღმდეგ არალოგიკურია.
დრონის ღირებულება 30-50 ათასი ევროა, ხოლო Patriot-ის ერთი რაკეტა 5 მილიონზე მეტი ჯდება. ქრისტიან ფროიდინგის შეფასებით, უკრაინას სჭირდება დრონების წინააღმდეგ ბრძოლის იაფი საშუალებები, რომელთა ღირებულება 2-დან 4 ათას ევრომდეა, რაც მას საშუალებას მისცემს ეფექტიანად უპასუხოს მასობრივ თავდასხმებს.
კონტრშეტევის კიდევ ერთ მეთოდად ფროიდინგმა დაასახელა დარტყმები რუსეთის ღრმა ზურგში - სამხედრო თვითმფრინავებზე, აეროდრომებსა და თავდაცვით ქარხნებზე.
გენერალ-მაიორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ჩინეთმა შეწყვიტა უკრაინისთვის დრონების კომპონენტების მიწოდება და ახლა მთლიანად რუსეთში ექსპორტზეა გადართული.
„ამჟამინდელი ვითარება ისეთია, რომ ჩინეთი რეალურად ექსკლუზიურად რუსეთში ახორციელებს ექსპორტს, ხოლო უკრაინა ამ ბაზრიდან გამოირიცხა“, - აღნიშნა ფროიდინგმა.
ფორუმი