იკითხება მოწმე ლაშა გელაშვილი. ის გდდ-ს თანამშრომელია. ჯგუფური ძალადობის ორივე საქმეზეა დაზარალებული.
მეორე საქმეზე, სადაც 11 აქციის დემონტრანტია ბრალდებული, ის უკვე დაიკითხა.
მიხეილ ლეჟავას დაკითხვა დასრულდა
ადვოკატი ნინო ლომინაძე სვამს კითხვებს: სად არის ეს ნივთები?
მოწმე: გადაყრილია
ადვოკატი: სად არის გადაყრილი?
მოწმე: არ ვიცი
„რასაც გეკითხებიან იმაზე გაეცით პასუხი, კითხვებს ნუ უბრუნებთ", - ამ შენიშვნას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი პროკურატურის მოწმეებს ხშირად აძლევს. ახლა საფუძველი გუჯა ავსაჯანიშვილის ეს კითხვა გახდა:
„თქვენ თქვით, რომ ბალანსზე გაქვთ 130 სკამი, თქვით, რომ ყველა არ დაზიანებულა და რაღაც ნაწილი გადარჩა, ოქმში გიწერიათ, რომ ჯამში 130 სკამი დაზიანდა, ამის შემდეგ, როგორ დაგრჩათ ბალანსზე კიდევ სკამები?"
მოწმის, მიხეილ ლეჟავას პასუხი: ეს 130 სკამი, რომელიც ბალანსზეა, იყო იმ ტერიტორიაზე, მაგის გარდა მიმდებარე ქუჩებზე სხვა სკამებიც იყო და არის ბალანსზე.
ადვოკატი: ანუ სხვადასხვა ბალანსი გაქვთ?
მოწმე: არ გვაქვს სხვადასხვა ბალანსი, მე გიპასუხეთ დაზიანებულზე.
ფორუმი