Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (18/07/2025)

12:43 18.7.2025

დარბაზში ტელეფონის ხმა ისმის. მოსამართლე სხდომას აჩერებს: „ხომ გაგაფრთხილეთ, ვისი ტელეფონია?".

ფეხზე დგება ცარო ოშაყაშვილი, რომელსაც ერთ-ერთი დაკავებული დემონსტრანტის არჩილ მუსელიანცის დედობილად იცნობენ. მუსელიანცს პარლამენტის წინ კამერების დაზიანებას ედავებიან. მოსამართლე მას სხდომას ატოვებინებს.

12:43 18.7.2025

ნიკოლოს ჯავახიშვილის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი აზუსტებს მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „რკინის სკამები 100 კილომდეა“

ადვოკატი: ოდესმე აგიწონიათ ეს სკამები?

მოწმე: დიახ

ადვოკატი: რამდენი ყოფილა

მოწმე: 87.. სხვადასხვა დროსაა შეძენილი... იდენტურია სულ ყველა...

ადვოკატი: დაგინახავთ თქვენ, რომ სკამს ფეიერვერკი მოხვდა და დააზიანა?

მოწმე: არა

ავსაჯანიშვილი დაკითხვას ასრულებს.

12:43 18.7.2025

მოწმის თქმით, რკინის სკამები 100 კილომდე იყო. მოწმე ამბობს, რომ ქუჩების მიხედვით არ იცის, სად, რომელ დღეს, რამდენი სკამი და როდის დაზიანდა. მისი თქმით, სამსახურში დევს „ჩამონაწერი“. მთაწმინდის გამგეობის თანამშრომელი ამბობს, რომ გამომძიებლისთვის არ უჩვენებია დაზიანებული სკამები. „ფოტო თუ გადაუღო მე რა ვიციო“, - ამბობს მომდევნო კითხვაზე.

ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა შეახსენა, რომ მას „დაზარალებულის სტატუსი აქვს“.

ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ სკამები თბილსერვისმა გადაყარა. ადვოკატი აზუსტებს ამ საკითხს - ანუ ნივთმტკიცებები გადაყრილია?. პროკურორები იცილებენ არგუმენტით, რომ პასუხი უკვე გაცემულია.

მოსამართლე შენიშვნას აძლევს და პირდაპირ ამბობს, რომ პროკურორების შუამდგომლობებში კითხვებზე პასუხია გადმოცემული.

12:42 18.7.2025

პროკურორები არ ეთანხმებიან აცილებას. მათი თქმით, ამ შინაარსის კითხვა ბევრჯერ დასმულა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ დაცვის მხარეს პრეტენზია არ ჰქონია.

ადვოკატი, შოთა თუთბერიძე პასუხობს. „არ ისმის“ - რამდენჯერმეა წამოძახილი დამსწრეების მხრიდან. ადვოკატს მიკროფონს აწვდიან. მოსამართლე აფრთხილებს აუდიტორიას, რომ თუ კიდევ იქნება ხმაური ჯერ ინდივიდუალურად დაატოვებინებს სხდომას, შემდეგ სრულად დახურავს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG