პროკურატურა იძახებს მოწმეს - მიხეილ ლეჟავა, მას მოსამართლე მოწმის მოვალეობებს განუმარტავს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე აფრთხილებს.
მოწმე ფიცის შემცველ ტექსტზე იფიცებს, რომ იტყვის სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.
მიხეილ ლეჟავა მთაწმინდის გამგეობის ინფრასტრუქტურული განვითარების განყოფილების უფროსია. მის მოვალეობებში შედის გზების, კედლების, შადრევნების, სტადიონების მოწყობა.
ის ამ საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი, ამბობს, რომ „დაზიანებული სკამების გამო ცნეს დაზარალებულად“. მისი თქმით, მონიტორინგს უწევდა 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს და „სწორედ ამ პერიოდში დაზიანდა...[რა - არ ამბობს]..".
მან დაითვალა დაზიანებული 90 ლითონის სკამი და 40 ხის სკამი, „ზიანი ლითონის სკამების შემთხვევაში - 121 500 ლარია, ხის სკამების - 21 600 ლარი".
ის აღწერს სად ნახულობდნენ სკამებს: „ჩვენ მივდიოდით აქციის დასრულების შემდეგ და რამდენიმე ლოკაციაზე იყო სკამები დალაგებული, ლაღიძის ქუჩა, ფურცელაძის ქუჩა, მერიოტის წინ, შევჩენკოს ქუჩა, თვითონ რუსთაველზე... ზოგი დამტვრეული იყო ზოგი დამწვარი, რკინის სკამები სიცხისგან დეფორმირებული იყო.
პროკურორი დაინტერესდა, რას ნიშნავს სიცხისგან რეფორმირებული?
მოწმე ამბობს, რომ მიზეზი ცეცხლია...
პროკურორები დაინტერესდნენ, ვინ დააზიანა ეს სკამები?
„აქციის მხრიდან, აქეთ პოლიციელი, იქით აქციის მონაწილე", - ამბობს მოწმე.
ადვოკატებს აცილება აქვთ. არგუმენტია, რომ მოწმემ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე უნდა ისაუბროს, რაც თავისი თვალით ნახა და არა - ტელევიზორით.

დღევანდელ სხდომას არ ესწრება 21 წლის გიორგი გორგაძე. ის წინა პროცესზე შეუძლოდ გახდა. ადვოკატმა განმარტა, რომ მას ისევ ეშინია ცუდად გახდომის და არჩია არ წამოსულიყო.
„ეს ის შემთხვევაა როცა მთელი დარბაზი ფეხზე ადგომით უნდა შეგვხდეთ ბატონო შოთა“, - ასე მიმართა მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც დარბაზში ყველაზე ბოლოს შემოვიდა.
ასე შევიტყვეთ, რომ სხდომამ ერთი საათის დაგვიანებით სწორედ შოთა თუთბერიძის დაგვიანების გამო დაიწყო.
სხდომა გაიხსნა.
ფორუმი