Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მეთაური: უკრაინას Patriot-ის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად გადაეცემა


ალექსუს გრინკევიჩი, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური და ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მეთაური ევროპაში
ალექსუს გრინკევიჩი, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური და ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მეთაური ევროპაში

მიმდინარეობს მზადება Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადასაცემად - განაცხადა ნატოს მეთაურმა, ალექსუს გრინკევიჩმა 17 ივლისს, იმ ფონზე, როცა უკრაინაზე რუსეთი ინტენსიურ თავდასხმებს ახორციელებს.

"მზადება მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გერმანელებთან Patriot-ის გადაცემაზე" - თქვა გენერალ-ლეიტენანტმა გრინკევიჩმა, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა და ნატოს მოკავშირეთა უმაღლესმა მეთაურმა ევროპაში და დასძინა - "დავალებული მაქვს რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ".

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში გამოვიდა გამკაცრებული პოზიციით რუსეთის მიმართ, უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებულ ომთან მიმართებით და განაცხადა, რომ კიევს დამატებით შეიარაღებას მიაწოდებენ.

სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ კიევში შესაძლოა უკვე მომავალი კვირის ოთხშაბათს გაიმართოს Patriot-ის ტიპის სისტემების მქონე ქვეყნების კონფერენცია, რომელსაც გრინკევიჩი უხელმძღვანელებს და რომლის მიზანიც იქნება კიევისთვის დამატებითი სისტემების გამოყოფა.

Patriot-ის რაკეტების გამოყენება შესაძლებელია მტრის საჰაერო ხომალდების, ბალისტიკური რაკეტების და ფრთოსანი რაკეტების გადატაცების მიზნით. სამიზნეზე დარტყმა შესაძლებელია 100-მდე კილომეტრის დისტანციიდან, 30-მდე კილომეტრის ამპლიტუდით. მობილური გამშვები სისტემა ჰგავს დიდ სატვირთო მანქანას და შეიცავს ოთხამდე გამშვებ მოწყობილობას. აშშ-ის არმიის თანახმად, კონფიგურაციიდან გამომდინარე 16-მდე რაკეტის გაშვებაა შესაძლებელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG