Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ტრამპის ულტიმატუმის პასუხად რუსეთი ამბობს, რომ მისთვის მუქარა მიუღებელია


მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ "მოსკოვისთვის მუქარები მიუღებელია" - ეს განცხადება გაკეთდა პასუხად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ულტიმატუმზე, რომლითაც მოსკოვს 50 დღე მიეცა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციები დაეკისრება.

ტრამპი ორშაბათს გამოვიდა გამკაცრებული პოზიციით რუსეთის მიმართ, უკრაინის ომის თაობაზე - აშშ-ის პრეზიდენტმა განსაზღვრა ულტიმატუმი ცეცხლის შეწყვეტაზე და განაცხადა, რომ კიევს დამატებითი შეიარაღება მიეწოდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ 17 ივლისს უკრაინისთვის დამატებითი რაკეტების მიწოდების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებას უწოდა "სისხლისღვრის გაგრძელების" და სამშვიდობო ინიციატივების უარყოფის ნიშანი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG