Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლო პროცესიდან
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლო პროცესიდან

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (17/07/2025)

გდდ-ს თანამშრომლები სასამართლოში - დღეს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 11 აქციის მონაწილეა ბრალდებული, სამი მოწმე ჰყავს მოყვანილი. სამივეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, მათგან ორი ლაშა გელაშვილი და გიორგი გობრონიძე გდდ-ს თანამშრომლები არიან.

16:08 17.7.2025

შესვენება დასრულდა - მოწმე გიორგი გობრონიძეა, ისიც გდდ-ს წარმოადგენს. კუხარჩუკმა მიიღო ექიმის დახმარება, დალია ტკივილგამაყუჩებელი და ახლა სხდომას ესწრება.

15:41 17.7.2025


ცუდად გრძნობს თავს სერგეი კუხარჩუკი. მან ექიმი მოითხოვა, გამოცხადდა 15-წუთიანი შესვენება.

15:40 17.7.2025

დასრულდა ლაშა გელაშვილის დაკითხვა

15:30 17.7.2025

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სვამს დამატებით კითხვას და აზუსტებს მოწმის ფრაზას "გადამიბრუნდა ფეხი“. ის დაინტერესდა, არსებობს თუ არა სამედიცინო დასკვნა, რომელიც იტყვის, რომ ფეხის დაზიანება გადაბრუნებამ არ გამოიწვია.

„გდდ-ს თანამშრომლებს ყოველ დილა საღამოს გვაქვს ვარჯიში...ჩემით გადამბუნებოდა არის გამორიცხული... პატარა ბავშვი არ ვარ რომ სიარული არ ვიცოდე"

ადვოკატი: ქვა რომ მოგხვდათ, შეგეშინდათ და გაიქეცით?

პროკურორი: შეურაცხყოფას აყენებს.

ადვოკატი: თქვენ ამბობთ, გარბოდით, ფეხი გადაგიბრუნდათ, გეტკინათ, მიიღეთ დაზიანება. გაქცევა გამოიწვია იმან, რომ ქვა მოგხვდათ, თუ მანამდე გარბოდით და ქვა მოგხვდათ?

პროკურორები: გაცემულია პასუხი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG