ომარ ფურცელაძე სვამს კითხვას: თუ გაგივლიათ მომზადება, რაც გულისხმობს შეკრება მანიფესტაციის დაშლას
მოწმე: კურსებს გავდივართ იმისთვის, რომ არაკანონიერი გადაწყვეტილება არ გვქონდეს...ვცდილობთ, რომ სამართლებრივ ფარგლებს არ გავცდეთ...[მოწმეს პროტესტი აქვს ადვოკატის კითხვაში სიტყვაზე - დაშლა].
ამბობს, რომ ბოლოს სწავლება ერთი წლის წინ გაიარა. მისივე თქმით, აქციის მიმდინარეობისას მისი დეპარტამენტის დავალება პარლამენტის შიდა ტერიტორიის დაცვა იყო.
ადვოკატი: რისკების შეფასების ინსტრუმენტი თუ არსებობდა?
მოწმე: ინსტრუმენტის?
ადვოკატი კიდევ უფრო დეტალურად ეკითხება.
მოწმე: მსგავსი არაფერი, ჩვენ მხოლოდ ხელკეტი და ფარი გვქონდა.
ადვოკატი: კომუნიკაციის რა საშუალება გამოიყენებოდა?
მოწმე: არაფერი, ბიჭები გადავცემდით ერთმანეთს.. არ მახსოვს ხელმძღვანელი ჩემთან მოსულიყო და პირადად რამე ეთქვა.
[მოწმე საუბრობს ჩაფხუტიდან მხედველობის შეზღუდვაზე]
„ჩვეულებრივად ხედავ ამ ყველაფერში, დაზიანების გარეშე[ანუ თუ დაზიანებული არაა ჩაფხუტი - რ.თ.].
ჯანო არჩაია უსვამს კითხვებს ლაშა გელაშვილს.
- გარეთ პოლიცია იდგა თუ არა?
- რანაირად იდგებოდა
- ე.ი. 30-ში პოლიცია არ ყოფილა პარლამენტთან?
- პარლამენტის გარეთ ხედვა არ მქონია
- თქვენ იყავით შიგნით, გარედან ვინ გესროდათ თქვენ, როგორ მოდიოდა ეს ხალხი გისოსებთან და ქვებს გსვრიდათ, ჯებირებზე ადიოდნენო, ქვებს გვსვრიდნენო, პოლიცია სად იყო გაქცეული იყო?
საქმის მასალების მიხედვით, ლაშა გელაშვილს ჰქონდა დაბეჟილობა და კოჭ-წვივის მყესების დაზიანება. ახლა კითხვებს სვამს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.
მის კითხვაზე პასუხად, ლაშა გელაშვილი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია საქმის მასალებში არსებულ ვიდეოებზე და არც უნახავს ისინი.
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მაგალითად რევაზ კიკნაძეს გამოძიება საერთოდ არ ედავება 30 რიცხვის მოვლენებს იმიტომ, რომ იქ არ ყოფილა.
„აქედან გამომდინარე რევაზ კიკნაძესთან გაქვთ პრეტენზია?", - კითხულობს ადვოკატი.
„ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს, არც არაფერს უარვყოფ და არც ვადასტურებ. პირადად ხელს რომ ვადებდე ვინმეს ასე არ არის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე მაქვს პრეტენზია".
გდდ-ს თანამშრომლის თქმით, მისი მოვალეობაა ვარჯიში, საზღვარზე წასვლა და იქაური ტერიტორიების...[არ ამთავრებს წინადადებას].
მისივე განცხადებით, ნომრები აქვთ სპეციალური და აქციაზე წასვლის წინ არ მოუხსნიათ. მოწმის თქმით, 36 ნომერია და ეს ნომერი ეწერა კასკაზეც... მის დანაყოფში 90 კაცია, თავად ამბობს. „ყველას არ ვიცნობო“, - აცხადებს.
მისი უშუალო უფროსი ბექა გოგიაშვილია.
როგორც ცნობთ თქვენს უფროსს? - ეკითხება გუჯა ავსაჯანიშვილი.
მოწმე: სიმაღლით, ვიზუალურად...
- შენიღბული არ არის?
- ვიზუალურად ვცნობ
- როგორ?
-ჩვეულებრივად სიარულის მანერითაც კი ვცნობ.
- აქციების დროს თუ მოგიწიათ მოქალაქეების დარბევა?
- არა არა, ჩვენ მხოლოდ წესრიგს ვიცავდით.
- წესრიგის დაცვის ფარგლებში მოგიწიათ თუ არა კონკრეტული მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი, დაშლა და.აშ.
- როცა წესრიგს ვიცავდი იქ, მომხვდა ფეხში ქვა... ორი კვირა სახლში ვიყავი. არც დარბევაში მიმიღია მონაწილეობა....
- კადრები რაც ვრცელდებოდა თუ გინახავთ, სადაც სპეცრაზმლების მსგავსი სამოსით მოქალაქეებზე ძალადობდნენ?
- ტელევიზიებს როგორ არ ვუყურებ, მაგრამ პირადად ეგენი არ მინახავს... არც გამიგია.
- თქვენ ვერ დაინახეთ ქვა ვინ გესროლათ?
- სახეზე არ დამინახავს, შავი ფორმები ეცვათ
- ფორმას რატომ ეძახით?
- შავი ტანსაცმელი, ჯინსის შარვალი ან რაღაც ეგეთი... ვვარაუდობ, არა, ჯინსის შარვლები ეცვათ ძირითადად..
- მატერიას ამოწმებდით?
- ლურჯი ფერის შარვლები იყო
- შავი არ იყო? წეღან თქვით
- შავი ზედები ეცვათ.
- თქვენ დაზუსტებულად შეგიძლიათ ამ ადამიანებზე, ვისაც ჯინსის შარვალი და შავი მაისური ეცვა, რომ ეს ადამიანი არ იყო ან კონფიდენტი ან შეგზავნილი ადამიანი?
- არ ვიცი ვაფშე, მსგავსი რაღაცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი.
- შესაბამისად ხომ იმასაც ვერ იტყვით რომ ეს ადამიანი სპეციალურად იყო შეგზავნილი?
აცილება. მოსამართლე აკმაყოფილებს.
ფორუმი