უკრაინის მოქალაქე ბრალდებულებმა სერგეი კუხარჩუკმა და რუსლან სივაკოვმა სასამართლო სხდომებზე მედიის დაშვება მოითხოვეს. მათი თქმით, ოჯახის წევრები არიან უკრაინაში და სურვილი აქვთ, თვალი ადევნონ მათ სასამართლო სხდომებს:
სერგეი კუხარჩუკის განცხადება: „მე სერგეი კუხარჩუკი, უკრაინის მოქალაქე, მივმართავ სასამართლო დარბაზიდან მაღალ იუსტიციის საბჭოს, რომ დაუშვან საზოგადოებრივი არხები და რეპორტიორები, რომ რაც ხდება გადმოსცენ, სად იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები მე და რულსან სივაკოვი, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ჩემმა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან და არ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, რომ შეეძლოთ ჩემი სასამართლო სხდომის ნახვა და იყვნენ საქმის კურსში და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ორგანოები ჩემს ამ საჯარო მოთხოვნას გაითვალისწინებენ და უმოკლეს ხანში დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნას. განცხადების ასლი გადასცეთ სახალხო დამცველს და უკრაინს საელჩოს".
რუსლან სივაკოვის განცხადება: „ გთხოვთ პატივცემულო მოსამართლე დაუშვათ ტელევიზია, ვინაიდან მე მიზეზი მაქვს, დედაჩემი იქ არის, დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან, იქ არ არის ტელევიზია არ არის კავშირი მხოლოდ 30 წუთი რთავენ ინტერნეტს და ამ თხოვნით მოგმართავთ, რომ მან შეძლოს ჩემი ნახვა ინტერნეტში არის სასამართლო ჩანაწერები და შეძლებს თავისი შვილის ნახვას, საქართველო მიყვარხარ".
მოსამართლემ თქვა, რომ არ განიხილავს შუამდგომლობას: „ამ საკითხზე სასამართლომ არაერთსხდომაზე დააფიქსირა პოზიცია და აღნიშნულ შუამდგომლობას ვერ განვიხილავთ'.
სასამართლომ დააკმაყოფილა თარჯიმნის თვითაცილება. გამოცხადდა ერთსაათიანი შესვენება, ამ დროისთვის სხდომაზე სასამართლომ სხვა თარჯიმანის მოყვანა უნდა უზრუნველყოს.
პროკურორები არ ეთანხმებიან თარჯიმანის შეცვლის შუამდგომლობას. რთული ასახსნელია, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინ იქნება თარჯიმანი:
„დაცვის მხარეს წამოცდენაც ჰქონდა, რომ ყოველ პროცესზე ვაყენებთ ამ საკითხსო, ეს ყველაფერი ხდება საოქმოდ, რომ დაფიქსირდეს თითქოსდა თარგნის პრობლემაა. ამ თარჯიმანს სხვა საქმეებზეც მიუღია მონაწილეობა და მსგავსი პრობლემა არ ყოფილა. დღეს არდაწყებულ პროცესზე დაიწყეს ადვოკატებმა ხაზგასმა და თარჯიმანის თვითაცილება დააყენეს. ალბათ ამ პროცესზე ადვოკატების მოსაწონი თარჯიმანი არ იქნება. მათი მიზანი გაცხადებულია, მათი მიზანია მხოლოდ ის, რომ საოქმოდ დაფიქსირდეს, თითქოს თარჯიმნის მოვალეობის შესრულება არის დარღვეული,რომ დაიწყოს საუბარი ბრალდებული რაღაც უფლება დაირღვა".
სხდომაზე ხმაურია. ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებულებისთვის მისაღებია მეორე თარჯიმანი. დღეს სხდომაზე მყოფი პიროვნება კი არ თარგმნის ჯეროვნად. [თარჯიმანი არც ახლა უთარგმნის სხდომის მიმდინარეობას ბრადლებულებს].
სხვა ადვოკატებიც ერთვებიან დისკუსიაში. ისინი ადასტურებენ, რომ სასამართლოს მიმდინარეობისას თარჯიმანი თითქმის არ უთარგმნის ბრალდებულებს სხდომაზე მიმდინარე პროცესებს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ამბობს, რომ უნდა შეამოწმოს, სწორად თარგმნის თუ არა თარჯიმანი.
ადვოკატების თქმით, თარგმანის კონტროლი სასამართლოს ვალდებულებაა და არა ადვოკატების.
მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. გადაწყვეტილებას შესვენების შემდეგ დააფიქსირებს.
სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატებმა თარჯიმნის, დავით გულიაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, თარჯიმანმა ბრალდებულებს შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო კონკრეტულად უწოდა - „უზრდელი“, შევიდა მათთან პოლემიკაში, რისი უფლებაც არ აქვს.
ამასთან, ადვოკატების თქმითვე, ეს თარჯიმანი საქმეს არაპროფესიონალურად უდგება და არასათანადოდ თარგმნის.
„თარჯიმანი ბრალდებულებს მოიხსენიებს უზრდელად, არც ერთ სიტყვას არ უთარგმნის ბრალდებულებს და გვაქვს აცილების საფუძველი, თავის დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს", - თქვა ადოკატმა, ბექა ხოხობაშვილმა
მოსამართლის თქმით, „ბრალდებულებს არც ერთ სხდომაზე არ დაუფიქსირებიათ, რომ თარჯიმანთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდათ".
„წინა სხდომაზეც იყავით და არ დაგიფიქსირებიათ ეს პრობლემა“, - ადვოკატებსაც მიმართავს მოსამართლე.
ადვოკატები განმარტავენ, რომ ახლა ისაუბრეს ბრალდებულთან და შეიტყვეს, რომ „არ უთარგმნის, პოლემიკაში შედის, შეურაცხყოფას აყენებს[თარჯიმანი -რ.თ.]".
ადვოკატი, ბექა ხოხობაშვილი აგრძელებს აცილების შუამდგომლობის დასაბუთებას: „თარჯიმანმა თქვა აქეთ მომაყენა შეურაცხოფაო, მას შეეძლო დაეფიქსირებინა პოზიცია, რომ ვერ ამყარებს კომუნიკაციას და მას შეეძლო დაეფიქსირებინა ეს ფაქტი..".
ადვოკატების თქმით, ქალით, რომელიც წინა სხდომაზე თარგმნიდა, კმაყოფილები არიან, ამ თარჯიმანთან კი აქვთ პროფესიული პრეტენზია:
„თარჯიმანი ბრალდებულეთან არ უნდა შედიოდეს დავაში".
თარჯიმანი, დავით გულიაშვილი დგება ფეხზე და ამბობს: „უარს ვაცხადებ, ამ ვითარებაში არ მინდა მუშაობა". მოსამართლე ინტერესდება რას გულისხმობს:
თარჯიმანი: „ეს არის ზეწოლა, ბრალდებული მომმართავდა ისე, როგორც არ უნდა მოემართა თარჯიმანისთვის"
მოსამართლე: მაგალითად, რას გეუბნებოდა?
საუბარში ერთვება ადვოკატი: „აცილების საკითხს განიხილავთ, თქვენი დახმარება არ სჭირდება".
ამის შემდეგ ისევ დავით გულიაშვილი აგრძელებს. „წინა თარჯიმანი უფრო მისაღებია მათთვის", - მოსამართლე დაინტერესდა, რაში გამოიხატა გაუგებრობა: „დამცინავი ტონით მელაპარაკებოდნენ...".
„რა უფლება აქვთ უზრდელს რომ უწოდებს?", - ერთვება ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი.
მოსამართლე ბრაზობს და გაფრთხილებას იძლება: „მსგავს წამოყვირებას კიდევ ექნება ადგილი და ზომებს მივმართავ"...
ადვოკატები მორიგ ჯერზე იმეორებენ, რომ კუხარჩუკსა და სივაკოვს თარგმნასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემა და მათთვის მისაღებია მეორე თარჯიმანი, რომელიც ასევე ამ პროცესზეა ხოლმე.
„არასაკმარისად პროფესიონალურად თარგმნიან, გაუგებარია სასამართლოს მსვლელობა ჩემთვის", - ამბობს რუსლან სივაკოვი.
მოსამართლე ეკითხება: - „რას ვერ იგებთ“ და ამატებს: „ვინაიდან სწრაფ რეჟიმში მივდივართ, ნელა რომ გაგრძელდეს ეს გასაგები იქნება მათთვის? პროცედურული საკითხები არ ესმით?".
ადვოკატების თქმით, ბრალდებულებმა უკვე გასაგებად განაცხადეს, რომ მათთვის სასამართლოს მსვლელობაა გაუგებარი.
ფორუმი