Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლო პროცესიდან
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლო პროცესიდან

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (17/07/2025)

გდდ-ს თანამშრომლები სასამართლოში - დღეს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 11 აქციის მონაწილეა ბრალდებული, სამი მოწმე ჰყავს მოყვანილი. სამივეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, მათგან ორი ლაშა გელაშვილი და გიორგი გობრონიძე გდდ-ს თანამშრომლები არიან.

17:15 17.7.2025

სხდომა დასრულდა. შემდეგი პროცესი - 21 ივლისი

17:14 17.7.2025

პროკურორები ამბობენ, რომ მოწმე აღარ ჰყავთ. ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს: რამე გამოვიკვლიოთ სხდომა არ გაჭიანურდეს, 45 წუთი გვაქვს დარჩენილი

პროკურორის თქმით, დაცვის მხარემ გააჭიანურა პროცესი თარჯიმნის გამო და მესამე მოწმეს წასვლა მოუწია სამსახურში.

17:08 17.7.2025

მოწმე, გიორგი გობრონიძის თქმით, მას არ უნახავს საქმეში არსებული ვიდეოები, შემდეგ განმარტავს - რომც იყოს კადრი წინიდან და იქ დგას რობოკოპი შენ თავს ვერ ამოიცნობ, ნომერი დიდზე კი არ აწერია, ამხელაზე აწერია [ხელით აჩვენებს].

ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი: ამაზე კომუნიკაცია გამომძიებელთან გქონდათ?

მოწმე: კადრებში უნდა ამოვიცნო დამნაშავე და არა ჩემი თავი, ვინაიდან ვერ ამოვიცნობდი, არ უჩვენებიათ.

17:01 17.7.2025

„ჩვენი თანამშრომლები შავ ფორმას არ ატარებენ", - ასე პასუხობს გობრონიძე დასმულ კითხვას შავ სამოსში ჩაცმულ სამართალდამცველებზე, რომლებმაც დემონსტრანტებზე იძალადეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG