Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლო პროცესიდან
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლო პროცესიდან

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (17/07/2025)

გდდ-ს თანამშრომლები სასამართლოში - დღეს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 11 აქციის მონაწილეა ბრალდებული, სამი მოწმე ჰყავს მოყვანილი. სამივეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, მათგან ორი ლაშა გელაშვილი და გიორგი გობრონიძე გდდ-ს თანამშრომლები არიან.

16:58 17.7.2025

ადვოკატი ჩომახაშვილი ეკითხება გიორგი გობრონიძეს, მუშაობს თუ არა ლამოზიშვილი [მისი ზემდგომი - მოწმის თქმით] გდდ-ში, მოწმე პასუხობს აღარ მუშაობსო. ამის შემდეგ აცხადებს: „იცით, რომ ლამოზიშვილი საერთოდ არაა გდდ-ს თანამშრომელი?

პროკურორი: ბოდიში, მაგრამ ცრუობთ

ადვოკატი: ბოდიში, მაგრამ ცდებით.... თქვენ ზუსტად იცით, რომ 29 ნოემბრისთვის ლამოზიშვილი იყო თქვენი ხელმძღვანელი და მუშაობდა იქ?

მოწმე: კი

16:58 17.7.2025

„თუ ამ ხალხს დაუდგინდება დანაშაული... თუ არ დაუდგინდება ღმერთმა ხელი მოუმართოს", - ამბობს მოწმე

„ანუ თუ სპეცრაზმელებს დაუდგინდებათ დანაშაული თქვენც დაგაკავოთ სხვებთან ერთად", - შენიშნავს ირაკლი ჩომახაშვილი.

ადვოკატის კითხვა: 106-ე ნომერი რომ იყავით, სად მოაწერეთ ხელი?

მოწმე: ასე არ ხდება, გაძლევენ ფორმას და უკვე ნომერი გაქვს

ადვოკატი: რა ვიცით, რომ არ იტყუებით, როგორ გავიგოთ?

მოწმე: ფორმა მოცემულია და არის სულ შენი, ყველა გამოსვლაზე ერთი და იგივე ნომერია, შესანახი ყუთები გვაქვს, მე ვიცი რომელი არის ჩემი და სულ ვარ 106 ნომერი.

16:45 17.7.2025

ირმა ჭკადუას კითხვები:

- 29-ში მიიღეთ დაზიანება. ვინც იმ დღეს არ იმყოფებოდა იმათ მიმართ გაგაჩნიათ პრეტენზია?

- პრეტენზია გამაჩნია ყველას მიმართ, ვისგანაც ჩემმა თანამშრომლებმა დაზიანება მიიღო.. აქციაზე იყო ბევრი ხალხი... ამ ხალხიდან რაღაც ჯგუფი გამოირჩეოდა აგრესიით, ვინც არ გამოირჩეოდა იმათ მიმართ არ მაქვს პრეტენზია.

16:41 17.7.2025

ომარ ფურცელაძის კითხვები:

- რამდენი წელია გდდ-ში ხართ?

- ორი

- ეს ორი წელი თუ გაქვთ სწავლება გავლილი შეკრება მანიფესტაციის და აქციის მართვის?

- რა თქმა უნდა

- მოიცავს თუ არა ეს სწავლება სახელმწიფო შენობების დაცვას, მაგალითად, პარლამენტის შტურმი, ძალადობრივი მოგერიება

- ცალკე მასების მართვაა მაგ დროს, გავდივართ, ოღონდ სისტემატურად არა.

- საქართველოს პარლამენტის შენობის სწავლება თუ გაგივლიათ

- ასეთი არ ვიცი

- მზაობა თუ გქონდათ კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული მოქმედების?

- ჩვენამდე გამოდიოდა საპატრულო და კრიმინალური, როცა ისინი ვეღარ აკავებდნენ ხალხის მასებს, გამოვდიოდით ჩვე, იმიტომ არა, რომ შენობა დაგვეცვა.. მოვუწოდებდით ძალადობრივი მოქმედება შეეჩერებინათ.

- სწორად შეფასდა თუ არა ადგილზე რისკები? წყლის ჭავლის მანქანა, რომელსაც უყურებდით, რომ იყენებდნენ რაღაც ეტაოზე

- იმ კონკრეტულ შემთხვევაში მე სადაც ვიდექი, არც გაზი ჰქონდა და არც სპრეი, წამიყვანეს 15 წუთში... მერე არ ვიცი.

- როგორც მივხვდით დავადგინეთ, რომ არ უნდა მივაქციოთ გამოკითხვის ოქმს ყურადღება და თქვენ ჭიჭინაძეზე დაზიანდით.

- 70 მეტრი გავიარე მაქსიმუმ, გადავედი ჭიჭინაძე-ზუბალაშვილის კვეთაზე.

- გქონდათ ამომცნობი ნიშანი თქვენს დანაყოფს?

- დიახ, 106

- რა პრინციპით ხდება ნომრის მინიჭება ცნობილია?

- არაა ცნობილი

- ვინაა თქვენი უშუალო ხელმძღვანელი?

- საჭიროა? რატომ?

- იმიტომ რომ ადვოკატი ვარ

- დაზიანების დღეს ჩემი უშუალო უფროსი იყო მიხეილ ლამაზიშვილი

- რა ჩაცმულობა ჰქონდა ხელმძღვანელს?

- გდდ-ს ჩვეულებრივი ფორმა ეცვა, რობოკოპი არ ეცვა. არ ვიცი ნიღაბი ეკეთა თუ არა

- არ გინახავთ იმ დღს?

- იმ მომენტში არ დამიფიქსირებია. გამოსვლამდე ვნახე და არ ეკეთა ნიღაბი არ იყო საჭირო, მერე არ დამიფიქსირებია.... ჯგუფის უფროსს აძლევენ დავალებას და ჯგუფის უფროსი ჩვენ

- ვინ იყო ჯგუფის უფროსი?

- არ ვიცი

- დავალებებს ვინ გაძლევდათ არ იცით?

- რაციაში გადმოგვცემდნენ დავალებას, მე რა ვიცი...

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG