Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

გადაწყვეტილება საბა ჯიქიას საქმეზე - ლაივბლოგი (10/07/2025)

12:08 10.7.2025

11:51 მოსამართლე არ დაეთანხმა ადვოკატს და არ მიიჩნია, რომ დარღვეულია ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გამოკვლევის წესი. ის არგუმენტად ისევ საქმის გამომძიებლის ჩვენებას იხმობს.

12:08 10.7.2025

11:48: მოსამართლე პასუხობს ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის პრეტენზიებს ვიდეოებთან დაკავშირებით, რომ ის უკანონოდაა მოპოვებული. მოსამართლის თქმით, ვიდეოს მომპოვებლები არა, მაგრამ გამომძიებელი დაიკითხა და დაადასტურა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ჩაატარა.

12:08 10.7.2025

11:44 “სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს იმ მტკიცებულებებით რაც განხილული იყო სხდომაზე”. მოსამართლე იხსენებს პოლიციელის ჩვენებას, რომელმაც სოციალური ქსელიდან გადმოწერა ვიდეო და პოლიციელისას რომელმაც დაადასტურა რომ ვიდეოზე არის საბა ჯიქია. ასევე მოჰყავს გდდ-ს თანამშრომლის ბექა გოტიაშვილის ჩვენებიდან პერიფრაზი, რომელმაც დაადასტურა, რომ წაქცეული პირი ნამდვილად თვითონაა.

11:41 10.7.2025

10:58 - საბა ჯიქიას საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე შვებულებაშია. ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრება. დღევანდელ სხდომაზე მის ნაცვლად როინ ხინთიბიძე მივიდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG