Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკოსების დაპატიმრების გამო, ეს არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი - იუკნევიჩიენემ რეზოლუციის შესწორებები წარადგინა


რასა იუკნევიჩიენე: „მოხდა [რეზოლუციის ტექსტის] განახლება, რათა ავსახოთ უახლესი მოვლენები".
რასა იუკნევიჩიენე: „მოხდა [რეზოლუციის ტექსტის] განახლება, რათა ავსახოთ უახლესი მოვლენები".

ევროპარლამენტის წევრი ლიეტუვიდან, რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოზე რეზოლუციაში, - რომლის მიღებაც დღეს იგეგმება და რომელიც ეყრდნობა „საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს“, - გარკვეული შესწორებები შევა.

რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, რეზოლუციას ემატება გარკვეული დეტალები, მათ შორის, ორი ზეპირი შესწორება.

„მოხდა [რეზოლუციის ტექსტის] განახლება, რათა ავსახოთ უახლესი მოვლენები, კერძოდ, ოპოზიციის თითქმის ყველა მთავარი ლიდერის დაკავება, რაც პოლიტიკურად მოტივირებულია, და ცნობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა მან.

როგორც ევროპარლამენტარმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პოზიციის განახლება:

„ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიანად“.

რაც შეეხება ზეპირ შესწორებებს, მომხსენებლის განცხადებით:

  • პირველი ეხება მზია ამაღლობელს: „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუარესებას, - ის კარგავს მხედველობას, არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას და პოლიტიკური მიზეზების გამო ციხეში რჩება“.
  • მეორე შესწორება კი „ამკაცრებს ფორმულირებას, რომელიც ეხება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვას“.

„ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ, რადგან საქართველომ აშკარად დაარღვია ძირითადი დემოკრატიული პრინციპები“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ამ კონტექსტში ახსენა მან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა და თქვა, რომ ამაზე „პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილსა და მის პარტიას“.

  • „ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება,
  • ძალადობის ფაქტები,
  • ახალი სანქციები,
  • ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა,
  • თვითმმართველობის არჩევნების ტესტი...

ეს და სხვა აქცენტებია თავმოყრილი ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტში, რომელიც, როგორც დღეს დააზუსტეს, 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცებენ.

ტექსტში წერია, რომ “ვითარება საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესებულია ევროკომისიის ბოლო ანგარიშის [2024 წლის 30 ოქტომბერს] გამოქვეყნების შემდეგ და ეს გაუარესება "ქართული ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია".

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები “გაყალბებულ არჩევნებად” არის მოხსენიებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG