ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ეკითხება მოწმეს: „პროგრამამ, რომლითაც სწავლობთ ვიდეოს, დაგიწერათ, რომ ვიდეოში იყო ჩარევაო?"
მოწის პასუხი: მაგაზე კვლევა უნდა ჩატარდეს ცალკე.
ადვოკატი: თქვენ დაგიწერათ თუ არა?
მოწმე არ პასუხობს, იგივეს იმეორებს და ამბობს: „ბევრჯერ გიპასუხეთ და ახლა არ ვიცი, თქვენ თუ შოუს მოწყობა გინდათ..."
მოსამართლე უსმენს რამდენიმე წამით, ჩუმად და შემდეგ ეუბნება: „თქვენთან რომ მოვიდეს ვინმე სამსახურში და გითხრათ, შოუების დადგმა გინდათო, მოგეწონებათ?“
მოწმე თავს იმართლებს, თქვენთვის არ მითქვამს მოსამართლეო და ეხმარება პროკურორიც, ვაჟა თოდუა.
თამარ მჭედლიშვილი: „რა მნიშვნელობა აქვს? ჩემთვის მხარეს არ აქვს მნიშვნელობა, ბატონო, ვაჟა".
კითხვებს სვამს სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე:
- ამ კონკრეტულ ვიდეოზე მონტაჟის კვლევა ჩატარებულია?
- არა, ჰაბიტოსკოპიური კვლევიდან ვიზუალურს ასეთი არაფერი ეტყობოდა.
- თქვენ ახსენეთ რამდენიმე უწყვეტი კადრი. ამ რამდენიმე ვიდეოში ერთსა და იმავე პიროვნებას ვხედავთ, ჩვენი აღქმით, პირველ კადრზე ცალკე ჩაატარეთ, მეორე უწყვეტ კადრზე ცალკე, თუ ერთი კადრი ამოიღეთ და ზოგადად ჩაატარეთ?
- დიახ ეგრე ჩავატარეთ... უნდა შეხედო თავიდან ბოლომდე, პირველ კადრზე შეიძლება გამოსახულება იყოს უარგისი. მე ვიდეო გავიარე და ვთქვი, რომ სადაც ფიქსირდება, არის ეს ადამიანი
- ვიდეო არის 5-წამია, მეორე 5-წამიანი და მესამე მაგალითად 10-წამიანი. მესამეში აიღეთ კადრი და თქვით, რომ კი ეგაა. ეს შედეგი პირველი და მეორე ვიდეოს შემთხვევაში ხომ არარელევანტური იქნებოდა?
- ვაერთიანებთ და ვამბობთ, რომ იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.
ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ იკითხა:
„თუ გამომძიებელმა დასვა კითხვა და მოითხოვა გაირკვეს ავთენტურია ვიდეო თუ მონტაჟია, თქვენ ტექნიკური დამხმარე არ გჭირდებათ, სხვა სპეციალისტი? - ამ კითხვას ექსპერტმა უპასუხა, რომ დიახ თავად ატარებენ ყველაფერს.
წინა ექსპერტმა კი თქვა, რომ ვიდეოზე მონტაჟს სხვა სამსახური იკვლევს და კითხვა, რომ მონტაჟზე დასმულიყო, დამხმარე დასჭირდებოდა. ასევე თქვა, რომ მონტაჟის სპეციალისტი არ არის. ამ მოწმის თქმით კი, ეკატერინე ყუფარაძე, როგორც ჰაბიტოსკოპიურის ისე ფოტო-ვიდეო ექსპერტია.
ადვოკატი: ანუ განსხვავება არ არის ვიდეოტექნიკურ და ჰაბიტოსკოპიურს შორის?
მოწმემ უპასუხა, რომ არა.
8-პირის პროცესი განახლდა. დამსწრეები ცრემლიანი თვალებით სხედან. რამდენიმე წუთის წინ გიორგი მინდაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ფორუმი